სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით უსუფაშვილს ბოდიშის მოხდა მოუწია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადების გამო პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბოდიში მოიხადა. "მე პირადად ბოდიშს გიხდით ყველას იმისთვის, რომ ამ პარლამენტში ეს ინციდენტი მოხდა" , - აღნიშნა პლენარულ სხდომაზე უსუფაშვილმა.

თანაგუნდელის სიტყვების გამო ბოდიშის მოხდა უსუფაშვილს მას შემდეგ მოუწია, რაც ქანთარაიამ ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკური სუტენიორობისთვის თავის დანებება სთხოვა. "სჯობს, თქვენს რიგებშიც გამოაცხადოთ ამნისტია და ზოგიერთი ადამიანი თქვენი რიგებიდან გაუშვათ. უმცირესობაში არის ორი გოგო, ჯერ კიდევ ნათელთვალებიანი და უმჯობესია პოლიტიკურ სუტინიორობას თავი დაანებოთ და ეს ადამიანები გაათავისუფლოთ", - მიმართა უმცირესობას ქანთარიამ დღეს ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვისას.

ნუკრი ქანთარიას განცხადებას დღეს ნაცმოძრაობაც გამოეხმაურა. საპარლამენტო უმცირესობამ ქანთარიას სიტყვებს სამარცხვინო უწოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100