სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაპირისპირება გურჯაანში

დაპირისპირება გურჯაანში - კოალიცია
"ქართული ოცნების" წევრებმა გამგეობის შენობასთან ჯერ საპროტესტო აქცია გამართეს, შემდეგ კი შენობაში შევარდნენ და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ოთახში შეიჭრნენ.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი და გამგებლობის კანდიდატი მიხეილ ფურცელაძე საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე სირბილაშვილს გამგებლის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით "რესპუბლიკელების" ერთ-ერთ ლიდერ დავით ბერძენიშვილთან ფარულ კონსულტაციებში ადანაშაულებს.

ფურცელაძის თქმით, გამგებლობის კანდიდატი ავთო ზარდიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი იყო და ის ქალაქისთვის მიუღებელია.

ხმაურიანი დაპირისპირების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა საკრებულოს ვადა 15:00 საათამდე მისცეს, რათა სპეციალური კომისია შეიქმნას, რომელიც გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე იმსჯელებს.

გამგეობის შენობაში ამ დრომდე რჩებიან კოალიციის მხარდამჭერები. შენობაში მობილიზებულია პოლიციაც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100