კაბალის გამგებელს ლუკა კურტანიძის მუქარა: „აქ არ დაგედგომება!“ აუსრულეს და დააკავეს (ვიდეო)

კაბალის გამგებელი ჯემალ ნიაზოვი დაკავებულია. ის გუშინ თელავის სამხარეო მთავარ სამმართველოში დაიბარეს და დაახლოებით ორსაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ბრალს წაუყენებენ კაბალის გამგებელს. ნიაზოვი დაკითხვისას შეუძლოდ გახდა და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. კაბალის გამგებლის ოჯახი კახეთში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მოინახულა.

მკითხველს შევახსენებთ, რომ კაბალის გამგებელი ჯემალ ნიაზოვი თანამდებობის სწორედ ის პირია, ვისაც წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლაგოდეხის რაიონში ლუკა კურტანიძე ღიად ემუქრებოდა, რომ საქართველოში ვერ დარჩებოდა, თუკი სააკაშვილის „რეკლამირებას“ გააგრძელებდა.

„მომისმინე, ბიჭო! გააგრძელებ ასე ლაპარაკს, გააგრძელებ ხალხის დაშინებას და... შენ არ იცი, ვისთან გაქვს საქმე!

.... აზერბაიჯანელებს როგორ ვაფასებ იცი? ჩემი ძმები არიან. როგორც სააკაშვილი ნაბ****რი აფასებს, ესე კი არა, რომ დღეს ძმა არის და ხვალ დედას უტ**ვს, გაიგე?

... ჩვენი მტერია ეს ნაბო***ი, ეს სააკიანი, ნაჩათლახარი! რომელი კაციც გვარს გაყიდის, ერს გაყიდის და მერე ვითომ სააკაშვილი გახდება, ეგ ნაბიჭვარი, ეს კაცი არც შენთვის იქნება კარგი, არც ჩემთვის იქნება კარგი.

მე გეუბნები შენ, თავი დაანებე სააკაშვილის რეკლამირებას. თორემ სააკაშვილი მონაგონი იქნება, რაც შენ დაგემართება, თუ ასე გააგრძელებ. სააკაშვილს ვირთხას სოროში შევტენით მალე.

მაგ ნაბ***ის რეკლამირებას თავი დაანებე და იცხოვრე შენთვის მშვიდად. გინდა შენ აქ იცხოვრო ძმაო?, გინდა გასაქცევი არ გქონდეს აქედან? მაშინ, ძმაო, კაცური სიტყვა თქვი...

შევარდნაძე ამასთან შედარებით მამა აბრამის ბატკანი იყო. ნუ გადაყვები მე გეუბნები, შენ გინდა აქ იცხოვრო? 15 დღე დარჩა, 15 დღეში ნუ გააკეთებ ისე, რომ აქ არ დაგედგომებოდეს. თავი დაანებე რეკლამირებას. გეუბნები არ გარგებს ეს შენ...“

ეს ლუკა კურტანიძისა და ჯემალ ნიაზოვის „საუბრის“ ფრაგმენტებია. სხვათა შორის, კურტანიძეს არც უცდია დამალვა, რომ კაბალის გამგებელთან მსგავსი საუბარი ჰქონდა.

როცა „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ჟურნალისტმა კომენტარისთვის დაურეკა და ჰკითხა: „ბატონო ლუკა, ამ ფორმით „გაფრთხილება“ მისაღებია კოალიციისთვის?“, აწ უკვე დეპუტატმა კურტანიძემ უპასუხა:

„რა ფორმა, რა ფორმა დაინახე? ჯერ ის დაინახე რასაც ეგ ნაძირლები აკეთებენ და ფორმებზე მერე მელაპარაკე. გასაგებია? გაიგე?..“

კომენტარი