ნინო ბურჯანაძე: 2003 წელს ივანოვის ვიზიტი თბილისში სააკაშვილისთვის მოულოდნელი იყო

ბევრისთვის მოულოდნელად, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ბევრს ცივი წყალი გადაასხა, როცა გოგი გვახარიას გადაცემა „წითელ ზონაში“ სტუმრობისას გააცამტვერა ის ვერსია, თითქოს მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებისკენ გზა „ვარდების რევოლუციის“ დღეს თბილისში ჩამოსულმა რუსეთის საგაერო საქმეთა მინისტრმა სერგეი ივანოვმა გაუხსნა.

იხსენებდა რა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ დეტალებს, ბურჯანაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავისთავად, რევოლუცია საქართველოს განვითარებაში უარყოფითი მოვლენა არ ყოფილა.

ედუარდ შევარდნაძის გადადგომის დეტალებზე საუბრისას ექს-სპიკერმა სერგეი ივანოვის ჩამოსვლა გაიხსენა:

„ვერ ვიტყვი, რომ ბატონმა ივანოვმა გადაწყვიტა „ვარდების რევოლუციის“ ბედი, რადგან ის ისე წავიდა საქართველოდან, რომ პრობლემა მოგვარებული ეგონა, ანუ, ეგონა, რომ დაითანხმა ედუარდ შევარდნაძე ვადამდელი საპარალამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნაზე. შესაბამისად, როცა თვითმფრინავში ჯდებოდა, მან სწორედ ეს გზავნილი გადასცა კრემლსაც. არც ის ვიცი, ვინ დაპატიჟა ბატონი ივანოვი საქართველოში, რადგან ჩემთვისაც, ბატონი ზურაბ ჟვანიასთვისაც და სააკაშვილისთვისაც აბსოლუტურად მოულოდნელი იყო მისი ჩამოსვლა. ალბათ, ეს გადაწყვიტეს თავად მოსკოვში, შევარდნაძესთან კონსულტაციის შემდეგ“, - თქვა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარი