ესენი მინისტრის მოადგილეები არიან (ვიდეო)

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელდა კულტურის მინისტრ ოდიშარიას მოადგილეების - ხათუნა ხუნდაძისა და იური მეჩითოვის გამონათქვამები. მკითხველმა თავად გადაწყვიტოს, უნდა იყვნენ თუ არა, მსგავსი სუბიექტები მინისტრის მოადგილეები.

კულტურის მინისტრის მოადგილე, ხათუნა ხუნდაძე

„მიშა შე ყლ-ო, არ მომიტევოთ ეს სიტყვა, მთელი შეგნებით ვწერ. მეზიზღებით თქვე აყროლებულო ნაცებო“, "სააკაშვილი უნდა დავიჭიროთ და მთელი საქართველოს ტრაკები დავაკოცნინო, თან დაუბანელი", "ამათ ეკლიანი, გამხმარი ვარდები უნდა გავურჭო უკანალში და ვასიამოვნო, ასე ძალიან რომ უყვართ ვარდები, აყროლებულები", - წერდა კულტურის მინისტრის მოადგილე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

კულტურის მინისტრის მოადგილე, იური მეჩითოვი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, კულტურის მინისტრის ახლადდანიშნული მოადგილის, იური მეჩითოვის შესახებ. მეჩითოვი ამბობს, რომ რუსეთში მეგრელებს ქართველებად არ თვლიან. ის დასცინის გურულებსაც.

გურულებს რაღაც აკლიათ, რაღაც მინერალი. მათ სოფელს მამათი ერქვა. მათ უჭირთ საღად აზროვნება. ძალიან პოლიტიზირებულნი არიან. ზოგჯერ ამბობენ, კი გურული ვარ, მაგრამ მომარჩინესო.

– ხომერიკი? ხომერიკი გურულია?

– კი, ეს ჰომეროსიდან მოდის.

ერთი ანეკდოტია: ორი მთვრალი გურული ზის, ერთი ღერი სიგარეტი აქვთ, ერთი ეუბნება მეორეს, როგორაა ის მათხოვარი? წარმოიდგინეთ თვითონ გადატეხილ სიგარეტს ეწევიან და სხვას მათხოვარს ეძახიან.

მეორე ანეკდოტია კიდევ: ციხეში სხედან გურულები, შენ რაზე ზიხარ? ერთი ეკითხება მეორეს, პოლიტიკურზე - პასუხობს პირველი, შენ რა გესმის პოლიტიკის? აბა მითხარი ლენინის გვარი, ეკითხება კვლავ პირველი, ტროცკი, პასუხობს მეორე პატიმარი, ტროცკი, ხომ მისი ცოლი იყო – ეუბნება პირველი – აი, ასეთი ხალხია გურულები. მათ „დოსტუპი“ ზღვაზეც აქვთ.

- მეგრელებს არ უყვართ ხომ გურულები?

- არ უყვართ, მეგრელები სხვა ხალხია. სხვათაშორის ძალიან აქტიურები არიან, მამაჩემს 14 წელი მეგრელი საყვარელი ჰყავდა. მეგრელები ეშმაკები არიან. იციან სამი ენა, მეგრული, ქართული და რუსული. მილიონ ნახევარზე მეტნი არიან. რუსეთის იმპერიაში არ თვლიან მათ ქართველებად.

– რაც შეეხება აჭარას?

– ქართველებმა ყოველდღე უნდა დლიონ რუსეთის სადღეგრძელო. რუსეთმა ორი ომი გადაიტანა თურქეთთან, რომ აჭარა საქართველოს შემადგენლობაში ყოფილიყო.

კომენტარი