სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტი ახალი მთავრობის წევრებს ნიგვზიანში ჩასვლისკენ მოუწოდებს (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტმა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში მიმდინარე მოვლენები შეაფასა და მას "ხელოვნური" უწოდა, ამასთან, ახალი მთავრობის წევრებს ადგილზე ჩასვლისა და სიტუაციაში გარკვევისკენ მოუწოდა:

"საქართველო არის მრავალეთნიკური, მრავალკონფენსიური ქვეყანა. უკვე რვა წელია, საქართველოში არ მომხდარა არცერთი სერიოზული ინციდენტი რელიგიური ნიშნით, ამიტომ მეჩვენება,
რომ ნიგვზიანში მომხდარი ფაქტი ხელოვნურია. ამასთან, გურიაში ცხოვრობს ძალიან მშვიდობიანი ხალხი. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მთავრობის ინტერესებშია სტაბილურობა, სიმშვიდე და საქართველოს შემდგომი განვითარება.

სამართალდამცავმა ორგანოებმა, რა თქმა უნდა, ყველა ზომა უნდა მიიღონ სიტუაციის დასარეგულირებლად, ახალ მთავრობას კი მოვუწოდებ, ჩავიდნენ ნიგვზიანში და ადგილზე გაეცნონ შექმნილ ვითარებას", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100