სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის" დირექტორის განცხადება

მეგობრებო

შს სამინისტროს ზოგიერთი თანამშრომელი გეგმავს ბინძურ პროვოკაციას „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფში“ შემავალი მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებზე.

კერძოდ: „presa.ge“-ს, „itv.ge“-სა და სხვა მედისაშუალების თანამშრომლების წინააღმდეგ მზადდება ერთგვარი შეტევა, რომლის მიზანია შურისძიება და „არასასურველ ჟურნალისტებზე“ ანგარიშსწორება.

ვიმედოვნებ, რომ შს ახალი მინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა არ მოხდეს რაიმე სახის ინციდენტი „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის“ თანამშრომელთა წინააღმდეგ.

მზად ვარ პირადად ვიტვირთო სრული პასუხისმგებლობა „presa.ge“-ს, „itv.ge“-ს, „droni.ge“-სა და „internet.ge“-ს ყველა სტატიაზე, ნიუსსა თუ სიუჟეტზე.

პატივისცემით „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დირექტორი, გიორგი კაპანაძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100