სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფულადი გადარიცხვების მოცულობა იზრდება

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2010 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებმა ადამიანებმა, საკუთარ სამშობლოში 370 მილიარდი დოლარი გადარიცხეს.
დსფსდფსდფსდ
განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ძალზე ბევრი ოჯახისთვის, ნათესავის მიერ უცხო ქვეყნიდან გადმორიცხული ფული, მთავარ საარსებო საშუალებას წარმოადგენს.
დსფსდფსდფსდ
ფულადი გადარიცხვების ოპერაციათა უპირატესობა ის არის, რომ მისი დანიშნულების ადგილს, ძირითადად, განვითარებადი ქვეყნები წარმოადგენენ. მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, გასული წლის ეკონომიკური კრიზისის გადალახვის შემდეგ, ფულადი გადარიცხვების რაოდენობამ მსოფლიოში იმატა.
დსფსდფსდფსდ
2010 წლის ბოლოსთვის, თანხების გადარიცხვის რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სავარაუდოდ, 440 მილიარდს მიაღწევს და ამ თანხების მესამედი განვითარებად ქვეყნებში გადაირიცხება.
დსფსდფსდფსდ
ანგარიშის მიხედვით, უკანასკნელი ორი წლის მანძილზე, განვითარებად ქვეყნებში 325 მილიარდი დოლარის ოდენობის ფულადი გადარიცხვები განხორციელდა. ეს კი, საერთაშორისო დახმარებებზე ბევრად მეტ თანხას წარმოადგენს.
დსფსდფსდფსდ
2012 წლისთვის ვარაუდობენ, რომ ფულადი გადარიცხვების რაოდენობა მსოფლიოში მეტად გაიზრდება და 370 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი რაოდენობის ფულს საკუთარ ოჯახებს, უცხოეთში მცხოვრები ადამიანები სამხრეთ აფრიკაში, ჩინეთში, მექსიკასა და ფილიპინებში უგზავნიან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამშობლოში მცხოვრებ ოჯახებს უცხოეთიდან მიღებული ფულით შეუძლიათ საკუთარ შვილებს კარგი განათლება მისცენ და სხვადასხვა ბანკში საკუთარ სახელზე ახალი ანგარიშები გახსნან.
თუმცა, კვლევებმა ისიც გამოავლინეს, რომ ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესის მიუხედავად, ბევრ ქვეყანაში ადამიანებს დაურეგულირებელი ვალუტის კურსისა და საემიგრაციო შეზღუდვების გამო, გარკვეული პრობლემები ექმნებათ და მიღებული თანხები რისკის ქვეშ ექცევა.
დსფსდფსდფსდ
განვითარებად ქვეყნებში ფულადი გადარიცხვების უმეტესობა, ძირითადად, შეერთებული შტატებიდან, საუდის არაბეთიდან, შვეიცარიიდან და გერმანიიდან ხორციელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100