სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სარეკლამო კლიპში რუსული კრეისერის განადგურებამ ოფიციალური მოსკოვი აღაშფოთა (ვიდეო)

რუსული სამხედრო კრეისერის შემქმნელები არშფოთებით შეხვდნენ ისრაელის კონცერნის მიერ დამზადებულ ვიდეორგოლს, რომელიც საფრანგეთში უჩვენეს. Euronaval-ის სამხედრო-საზღვაო სალონის ღონისძიების ფარგლებში, ისრაელის კონცერნმა IAI-მ წარმოადგინა ვიდეორგოლი, სადაც აღწერილია, როგორ ანადგურებს რაკეტა რუსულ კრეისერს პროექტით 1164.

კრეისერის მთავარმა შემქმნელმა ინტერვიუში ამ ფაქტს „ყალბი“ უწოდა. ისრაელის მიერ დამზადებულ ვიდეორგოლში აღწერილია საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის მოქმედების სტრუქტურა, რომელიც განლაგებულია სამხედრო ხომალდზე. სიუჟეტში ნაჩვენებია სავარაუდო მოწინააღმდეგის თავდასხმა და სწორედ ამ ასპექტშია წარმოდგენილი რუსული კრეისერი, რომელსაც ისრაელის სარაკეტო სისტემა ანადგურებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100