რუსი ბიზნესმენები პუტინს რევოლუციით ემუქრებიან

პუტინის რეიტინგი რუსეთში სულ უფრო მეტად ეცემა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით მოსკოვში შეინიშნება. ამის შესახებ დასავლური პრესა წერს სოციოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით.
დსფსჯკფლსდ
თუ რეგიონებში ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობილი შედარებით მეტია, მოსკოვში უკმაყოფილოთა რიცხვი თითქმის ნახევარს აღწევს და მათგან უმრავლესობა საშუალო და მაღალი კლასის წარმომადგენელია. მათ რიცხვში შედის ელიტა – დაახლოებით 500 ათასი ადამიანი, ბიზნესმენები და თვით ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც კი.
დსფსჯკფლსდ
როგორც უცხოელი ჟურნალისტები იუწყებიან, ეს კატეგორია უკმაყოფილოა ეკონომიკური თავისუფლების ხარისხით, ასევე ცუდი საქმიანი კლიმატით ქვეყანაში. დასავლური პრესის მტკიცებით, მოსკოველი საზოგადოება უკვე განიხილავს თემას იმის შესახებ, მიაღწევს თუ არა უკმაყოფილება იქამდე, რომ რუსეთში წარმოიშვას ახალი ოპოზიცია, რომელსაც ექნება ძალა, გამოვიდეს არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ.
დსფსჯკფლსდ
რუსი ბიზნესმენების ნაწილი უკმაყოფილებას აცხადებს იმის გამო, რომ მათ არ ეძლევათ საკუთარი ბიზნესის გაფართოვების საშუალება, რადგან ჩინოვნიკები გამომძალველობას ეწევიან. პუტინთან დაკავშირებით კი, ბიზნესმენები და ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ყველაზე უარესი, რაც პუტინშია არის ის, რომ მას შეუძლია მოიტყუოს თვალდაუხამხამებლად. ამის შესახებ რუსული მსხვილი გამოცემებიც წერენ.
დსფსჯკფლსდ
რაკი რუსეთში ჟურნალისტების ნაწილმა ხმის ამოღება გაბედა, ესე იგი ხელისუფლების საქმე საკმაოდ ცუდადაა. თუმცა, უკმაყოფილების გამომხატველ ბიზნესმენთა უმრავლესობა, მაინც ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს.
დასავლური პრესა იხსენებს ხოდორკოვსკის ამბავს. 2003 წელს მან პუტინის გარემოცვა კორუფციაში დაადანაშაულა. უმოკლეს ხანში კი მეწარმე ციხეში მოხვდა. ამის მერე ვერცერთი ოლიგარქი ვეღარ გამოდის ხელისუფლების წინააღმდეგ მკვეთრი კრიტიკით.
დსფსჯკფლსდ
უამრავი ბიზნესმენი ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობს. მათი უმრავლესობა მოსკოვში არ აბანდებს ფულს და ყიდულობს ქონებას ბულგარეთში, პოლონეთსა და გერმანიაში.

კომენტარი