სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავი აფრენიდან 10 წუთში ავარიულად დაეშვა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც რუმინეთის დედაქალაქის აეროპორტში აფრენიდან 10 წუთის შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილის თვითმფრინავის ავარიული დაშვების დეტალებზეა საუბარი:

„მიხეილ სააკაშვილმა ბუქარესტიდან საქართველოში დაბრუნება დაგეგმილ დროს ვერ შეძლო. თვითმფრინავის აფრენიდან 10 წუთში ბორტმა ბუქარესტის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა. ამის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ, შასთან დაკავშირებული პრობლემა გახდა.თვითმფრინავის ტექნიკური დათვალიერება ამ წუთებშიც მიმდინარეობს. პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნებას გვიან ღამით გეგმავს" - ნათქვამი იყო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზი აღმოიფხვრა და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბლისში ღამის 2 საათზე დაბრუნდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100