სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: „არჩევნების შედეგებმა პუტინი გაახარა, მაგრამ მისი ბედნიერება ნაადრევია“

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით გახარებულია , - ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბუქარესტში, ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თუმცა, მისივე თქმით, პუტინის სიხარული ამ დროისთვის ნაადრევია. "ვლადიმერ პუტინი, რომლის ჯარსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%, მოუთმენლად ელოდა ჩვენს არჩევნებს და გაუხარდა შედეგიც.

მაგრამ მე მინდა ვუთხრა მას, რომ მისი ბედნიერება ნაადრევია, რადგან ის პრეცედენტი, რომ მის საზღვართან მთავრობა იცვლება არჩევნების და დემოკრატიული პროცესის გზით, არ არის კარგი ახალი ამბავი მათთვის, ვისაც მოსწონს ავტორიტარული მმართველობა საკუთარ ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით საქართველო მნიშვნელოვანი მაგალითია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ინტერპრესნიუსი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100