სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა საკითხები განიხილება ლისაბონში?

ლისაბონში ნატოს სამიტის დაწყებამდე სამიოდე დღე დარჩა. პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო მეტად მძაფრდება მოლოდინი იმ გზავნილების შესახებ, რომელსაც მსოფლიო სამიტის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ მიიღებს. გააქტიურებულ ფაზაშია შესული საუბრები მოსალოდნელ თემებზე და განსახილველ საკითხებზეც.
ფგდგდფგჰდფ
სამიტს ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები და რუსეთი დაესწრება. ამერიკული მხარის განცხადებით, სამიტზე ავღანეთში ნატოს როლზე, რუსეთთან ურთიერთთანამშრომლობაზე და ნატოს მომავალ პროექტებზე იმსჯელებენ. შესაძლოა, განსახილველ საკითხებს შორის არ მოხვდეს შეერთებული შტატების შუალედური არჩევნები, მაგრამ უდავოა, მონაწილეები ამ თემასაც ვერ შეაქცევენ ზურგს.
ფგდგდფგჰდფ
ცხადია, ამ არჩევნების შემდეგ მთელ მსოფლიოს აინტერესებს, თუ როგორ შეიცვლება, ან შეიცვლება თუ არა საერთოდ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ვექტორები.
ფგდგდფგჰდფ
სამიტის მონაწილეებისთვის მნიშვნელოვან თემას წარმოადგენს რაკეტსაწინაღმდეგო თავდაცვის სისტემაც. რუსეთი სასტიკი წინააღმდეგი იყო ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული რაკეტსაწინაღმდეგო სისტემის ევროპაში განლაგებისა, თუმცა, ობამას ადმინისტრაციამ ეს პროექტი დროებით გვერდზე გადადო და ყურადღება ირანის ბირთვულ ამბიციებს მიაპყრო.
ფგდგდფგჰდფ
ნატოს ლიდერები ასევე განიხილავენ ურთიერთთანამშრომლობის მისიის ახალ სტრატეგიას, რომლის მიხედვითაც ნატოს ხელეწიფება გლობალური პრობლემების მოგვარება.
ფგდგდფგჰდფ
რა თქმა უნდა, აქტუალობას კვლავ არ კარგავს გლობალური ეკონომიკური კრიზისის თემაც და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტი ობამა ევროკავშირის ლიდერებსაც შეხვდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100