სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰილარი კლინტონი ყველა პარტიას ახალ პარლამენტში კონსტრუქციული თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

კლინტონის განცხადებით, ქართველმა ხალხმა უკვე თქვა თავისი სათქმელი. ის ყველა პარტიას ახალ პარლამენტში კონსტრუქციული თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს. კლინტონის შეფასებით, არჩევნები ყველა ქართველისათვის და საქართველოს დემოკრატიული მომავლისათვის, ისტორიული დღე იყო.

“მხარს ვუჭერთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციის საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფლად დააფიქსირა საკუთარი ნება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხმების საბოლოო დათვლა და საჩივრების განხილვა აწარმოოს გამჭვირვალედ და კანონის შესაბამისად. მოუთმენლად ველით ახალ პარლამენტთან, ახალ კაბინეტთან და საქართველოს პრეზიდენტთან თანამშრომლობას ჩვენი ძლიერი ურთიერთობების კიდევ უფრო გასამყარებლად“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100