გამოიწვევს თუ არა არჩევნების შედეგები არეულობას საქართველოს მასშტაბით?!

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგების პროგნოზირება ძნელია - თვლის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის მრჩეველი, ესტონეთის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი სილვერ მეიკარი, რომელიც საარჩევნო პროცესს აკვირდება.

Vikerraadio-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ თუკი გამოკითხვების შედეგების მიხედვით იმსჯელებს, ძალები თითქმის თანაბარია და გამორიცხული არაა, რომ წაგებული მხარე მომხრეებს ქუჩაში გაიყვანს.

მეიკარმა აღნიშნა, რომ საქართველოში ძლიერი პოლარიზაცია მოხდა, მოსახლეობა ცალსახად მხარს უჭერს ან ერთ, ან მეორე პარტიას და სწორედ ამიტომ, ესტონელი დამკვირვებელი არ გამორიცხავს, რომ არჩევნებს ქუჩის არეულობა მოჰყვეს.

„ტარდება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. თუ ოპოზიცია წააგებს, საკითხავია, - შეძლებს თუ არა ის ხალხი, რომელიც თვლის, რომ ცვლილებები აუცილებელია, მშვიდობიანად აღიაროს შედეგები და დაელოდოს მორიგ შესაძლებლობას (მორიგ არჩევნებს), თუ ისინი ქუჩაში გავლენ, რათა თავისი აზრი გამოხატონ“ - განაცხადა სილვერ მეიკარმა.

კომენტარი