სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჯადოსნური კალმები" სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილმა შეუკვეთა? (ვიდეო)

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე იუზერის კედელზე სხვადასხვანაირად ჩამოყალიბდა და რომელიც პოლიტოლოგ დავით დგებუაძის სკანდალურ განცხადებაზეა აგებული. უკომენტაროდ გთავაზობთ ერთ-ერთ სტატუსს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ამ შინაარსის სტატუსებს შორის:

პოლიტოლოგ დავით დგებუაძის სკანდალური განცხადების მიხედვით, უკვე მეორე დღეა, დამოუკიდებელი ტელეკომპანიები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ჯიბიდან ფინასდებიან, ატრიალებენ ინფორმაციას, რომ ხელისუფლება არჩევნების მასობრივ გაყალბებას გეგმავს ე.წ. „ჯადოსნური კალმებით“, რომლის მიერ შემოხაზული რგოლი ბიულეტენზე, რამდენიმე წუთში ქრება. მათ ვიდეორგოლიც კი დაამზადეს, სადაც ნაჩვენებია, როგორ ხაზავს ამომრჩეველი 41 ნომერს, შემდეგ კი ეს რგოლი ქრება.

მაგრამ ჰაკერები, რომლებმაც შეაღწიეს ივანიშვილის ოფისის კომპიუტერებში და მოიპოვეს წვდომა შიდა მიმოწერებზე, ამტკიცებენ, რომ „ჯადოსნური კალმის“ ფაქტორი მომზადებულია სპეციალურად არჩევნების დღისთვის... ბიძინა ივანიშვილის მიერ.

ცესკომ წინასწარ შეუკვეთა არჩევნებისთვის საჭირო ყველანაირი აქსესუარი, მათ შორის ათობით ათასი ბურტულებიანი კალამი როგორც საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებისთვის, ასევე საარჩევნო კაბინისთვის. პარალელურად, რამდენიმე ათეულ ათასი ანალოგიური კალამი შეუკვეთა „ქართულმა ოცნებამაც“, თავიანთი ჯგუფების მოსამარაგებლად.

ჰაკერთა ინფორმაციით, ბურთულებიანი კალმების შიგთავსი არჩევნების წინაღამეს შეცვალეს „ჯადოსნურით“, ანუ, მართლაც არსებობს ისეთი მელანი, რომელიც ქაღალდზე რამდენიმე წუთში ქრება.

ისინი შემოხაზავენ 41-ს სინამდვილეში თავიანთი კალმებით, რომლებითაც კაბინებში არსებულ, ნამდვილად ცესკო-ს შეკვეთილ კალამს ჩაანაცვლებენ, მერე კი მცირე ხანს დაელოდებიან და კაბინაში მიიწვევენ გაოგნებულ საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომელნიც გახდებიან მოწმე, როგორ ხაზავენ რგოლს და როგორ ქრება ის რამდენიმე წუთში. სცენარის მიხედვით, ანალოგიური ფაქტი მთელი საქართველოს მასშტაბით დაფიქსირდება, რაც მთელ მსოფლიოს დაანახებს „სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის“ ნამდვილ სახეს...

იმედია, ვისაც ეხება, იმათ არ სძინავთ და იქნებ ამ სტატუსსაც მოჰკრან თვალი..."

აღსანიშნავია, რომ ამგვარი კალმები, რომლებიც არაფრით გამოირჩევა ჩვეულებრივისგან, მართლაც არსებობს და ის სსრკ-ს დროინდელი სუკ-ის აქსესუარებში შედიოდა. რის დამადასტურებელ ვიდეოსაც მასალას თან ვურთავთ...

ბმული ვიდეოზე

შენიშვნა: მასალას თან ერთვის ფოტოილუსტრაცია და ფოტო მასალის შინაარსს უკავშირდება მხოლოდ თემატური თვალსაზრისით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100