სანიკიძეს მილიონის შოვნის სურვილი რიგითმა მოქალაქემ შეუსრულა (ვიდეო)

ინცინდენტი მოხდა ქუთაისის აქციაზე. გუბაზ სანიკიძეს რიგითმა მოქალაქემ ქაღალდები შეაყარა, რომელზეც დოლარები იყო დახატული. სანიკიძემ კი აღნიშნულზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და სიტყვით გამოსვლა გააგრძელა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში სანიკიძე მილიონების შოვნის სურვილს გამოთქვამს, უფრო მეტიც, იგი ამ ყოველივეს კატეგორიულად მოითხოვს. ქუთაისის რიგითმა მოქალაქემ კი ამავე ქალაქის ოცნებისეულ მაჟორიტარ დეპუტატს ეს მოთხოვნა შეუსრულა.


კომენტარი