ნოღაიდელი: 7 ნოემბერს არაფერიც არ მოხდება

რომელ ოპოზიციურ ძალებთან არის აქტიურ კონსულტაციებში ჩართული, რა მიაჩნია ბოლო დროს ქართულ პოლიტიკაში ერთადერთ წინგადადგმულ ნაბიჯად, რატომ ფიქრობს, რომ "სახალხო კრება" საზოგადოებრივს პლიუს ერთპარტიული ინიციატივაა, ვის ურჩევს ცივი წყლის დალევას და რომელი ოპოზიციური პარტიები დარჩნენ მისი დახმარებით კვალიფიციურ პარტიებად? ამ და სხვა საკითხებზე "დრონი.ჯი"-ს "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი, ზურაბ ნოღაიდელი ესაუბრა.
სდფფგსდგდფჰდფჰ
– ოპოზიციური ძალები ნოემბერში გააქტიურებას გეგმავენ, თქვენ რას აპირებთ, ბატონო ზურაბ, 7 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე თუ გიხილავთ და ნოემბერში ვითარების დაძაბვას ხომ არ ელოდებით?
სდფფგსდგდფჰდფჰ
– საქართველოში პოლიტიკური ვითარება უკვე 3 წელია რაც დაძაბულია, თუმცა, ეს დაძაბულობა ხან საკმაოდ ცხელია, ხან კიდევ გრილი. დაძაბულობის ტემპერატურა უშუალოდ ნოემბერში მოიმატებს თუ არა, არ ვიცი, რადგან სიმართლე გითხრათ, დღეს, ხელისუფლების ცვლილების საკითხს დღის წესრიგში ვერ ვხედავ. მართალია, საზოგადოება ოპოზიციურადაა განწყობილი, თუმცა, მხოლოდ განწყობა ხელისუფლების ცვლილებას დღის წესრიგში ვერ დააყენებს. სააამისოდ წამყვანი ოპოზიციური ძალების ერთიანი გეგმით მოქმედებაცაა საჭირო.
სდფფგსდგდფჰდფჰ
თუ ნოემბრის ბოლომდე ოპოზიციის გასაერთიანებლად სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა, მაშინ ტემპერატურის მომატება გამორიცხული არ არის. პირდაპირ გეტყვით, ჩვენს მოძრაობას, ცალკე აღებულს, ხელისუფლების შეცვლა არ შეგვიძლია. თუ სხვა ოპოზიციურ ძალებს მიაჩნიათ, რომ ამის გაკეთება ხელეწიფებათ, კი ბატონო, გააკეთონ, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ რამე გამოუვიდეთ.
სდფფგსდგდფჰდფჰ
ვიმეორებ, ოპოზიციის კონსოლიდაციის გარეშე ხელისუფლების ცვლილების საკითხი დღის წესრიგში არ დადგება. პირადად მე, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ბრძოლის იმიტაციის და მირჩევნია, მოვემზადო და გადამწყვეტი ბრძოლა იმ ხალხთან ერთად მომზადებულმა გავმართო, რომლებთანაც კონსულტაციებში აქტიურად ვარ ჩართული.
სდფფგსდგდფჰდფჰ
– რომელ ოპოზიციურ ძალებთან მართავთ კონსულტაციებს?
სდფფგსდგდფჰდფჰ
– იცით, დღეს ამაზე საუბარი არ მინდა. რაც შეეხება, 7 ნოემბერს, როგორც ვხვდები, მასშტაბური აქცია დაგეგმილი არ არის და ეს, უფრო მეტად, სამი წლის წინანდელი მოვლენების აღნიშვნაა, თუმცა, ცხადია, ჩვენი წარმომადგენლები ამ აქციაში მონაწილეობას მიიღებენ. ისე, ყველამ კარგად ვიცით, რომ 7 ნოემბერს არაფერიც არ მოხდება და კარგი იქნება, თუ საზოგადოებას ილუზორულ მოლოდინებს არ შევუქმნით.
სდფფგსდგდფჰდფჰ
– ევროპაში ვიზიტისას თქვენ და ოქრუაშვილმა რაზე ისაუბრეთ, "ქართულ პარტიასთან" გაერთიანებას ხომ არ აპირებთ და საერთოდაც, რატომ არ აღმოჩნდით ოქრუაშვილის გვერდით, თქვენ ხომ დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნასაც კი გეგმავდით?
სდფფგსდგდფჰდფჰ
– მე არ ვაპირებდი დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნას და შემდეგ ამ ოპოზიციური გაერთიანების ცენტრში ყოფნას. რაც შეეხება, ოქრუაშვილის და ჩემს განცხადებას, რომელიც ჩვენ ივნისში გავაკეთეთ, ის დღესაც აქტუალურია და ვამბობ კიდეც, რომ საჭიროა წამყვანი ოპოზიციური ძალების ერთიანი გეგმით მოქმედება, იმისთვის, რომ ხელისუფლების ცვლილება დღის წესრიგში დადგეს.
სდფფგსდგდფჰდფჰ
მე არ ვსაუბრობ ოპოზიციის საყოველთაო გაერთიანებაზე, თუმცა, გარკევეული ორგანიზაციული ერთობა აუცილებელია და "ქართული პარტიის" შექმნა ამ მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯია. რადგან, ეს არ არის უბრალო კოალიცია, ეს ერთიანი პარტიაა, რომელიც ერთიანი სტრუქტურების შექმნას ითვალისწინებს. რაც, სხვათა შორის, საკმაოდ შრომატევადი პროცესია,
სდფფგსდგდფჰდფჰ
ამიტომ ზედმეტი მოთხოვნები ამ პარტიას, ჯერჯერობით, არ უნდა წავუყენოთ. მე "ქართული პარტიის" ლიდერებთან კონსულტაციებს ვაგრძელებ და ჩვენ თანამშრომლობას მომავალშიც ვაპირებთ. თუმცა, რა ტიპის თანამშრომლობა გვექნება, ამის თქმა, დღეს, არ შემიძლია.
სდფფგსდგდფჰდფჰ
ისე, გაზაფხულზე, ოპოზიციური ერთობა რომ შემდგარიყო, რომელზეც "ეროვნულ საბჭოს" და "ალიანს" გვქონდა მოლაპარაკება, ანუ ერთიან კანდიდატებზე რომ შევთანხმებულიყავით, ეს ხელისუფლების შეცვლის დასაწყისი იქნებოდა.
სდფფგსდგდფჰდფჰ
იცით, ახლაც კი მიკვირს, რატომ ამაყობდნენ იმ ერთობის ჩაშლით მაშინ "ალიანსის" წარმომადგენლები. ხელისუფლების ცვლილების საკითხი მაშინ დღის წესრიგიდან "ალიანსმა" მოხსნა. მე, მაგალითად, არავითარ შემთხვევაში არ მივიღებდი "ნაციონალური მოძრაობის" დახმარებას ხმების რაოდენობის მიღება–დაფიქსირებაში.
სდფფგსდგდფჰდფჰ
– რას გულისხმობთ, "ალიანსი" ხელისუფლებასთან გარიგებული იყო?
– რას ვგულისხმობ და იმას, რაც ყველამ კარგად დაინახა. ვიმეორებ, მე არ მივიღებდი ამ დახმარებას და მადლობა ღმერთს, რომ დღეს საქართველოში არიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ასეთ დახმარებას მთავრობისგან არ მიიღებენ. დღეს, ჩვენ კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ შეიქმნას ისეთი ოპოზიციური კონფიგურაცია, რომელიც ხელისუფლების ცვლილების საკითხს დღის წესრიგში, რეალურად დასვამს და შესაბამისად, ეს იქნება არა უბრალოდ, ბრძოლის იმიტაცია, რომელიც იმედგაცრუებით დამთავრდება, არამედ რეალური, შედეგზე ორიენტირებული ბრძოლა.
სდფფგსდგდფჰდფჰ
– და ბრძოლის რა მეთოდებს გულისხმობთ?
სდფფგსდგდფჰდფჰ
– რა თქმა უნდა, მირჩევნია, ჩვენი ბრძოლის გზა არჩევნებზე გადიოდეს და საქართველოში რევოლუციების ჯაჭვი ერთხელ და სამუდამოდ გაწყდეს, თუმცა, ეს ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული.
სდფფგსდგდფჰდფჰ
– როგორ წარმოგიდგენიათ წამყვანი ოპოზიციური ძალების გაერთიანება, მაშინ როდესაც ყველა პარტიას თავისი გეგმა აქვს და ერთმანეთის კრიტიკის მეტს არაფერს აკეთებენ, მოხერხდება ეს საერთოდ?
– ასეთი ოპოზიციური ძალების გაერთიანება მოხერხდება და მე ამაში ეჭვიც არ მეპარება. მე ამ მიმართულებით ვმუშაობ და ამაზე მეტის თქმა დღეს არ შემიძლია, ამის თქმის უფლება, ჯერჯერობით, არ მაქვს.
სდფფგსდგდფჰდფჰ
– და როდის გაგვიმხელთ?
სდფფგსდგდფჰდფჰ
– როცა ამის დრო მოვა, მოჩქარეს მოუგვიანდესო, ხომ გაგიგონიათ.
– 25 ნოემბერს "სახალხო კრება" იმართება, აპირებთ თუ არა კრებაზე მისვლას და საერთოდაც, მათთან გაერთიანებასაც გამორიცხავთ?
სდფფგსდგდფჰდფჰ
– ჩვენ, ამ ეტაპზე, გაერთიანებას არავისთან ვაპირებთ. "სახალხო კრებაზე" რა შეხედულებისაც ვარ ყველამ კარგად იცის. "სახალხო კრება" მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინიციატივაა, მაგრამ ეს თუ დარჩა საზოგადოებრივს პლიუს ერთპარტიული ინიციატივა, მაშინ მას წარმატების არანაირი შანსი არ აქვს.
სდფფგსდგდფჰდფჰ
– რატომ, ერთპარტიული, "სახალხო კრების" საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები ყველა ოპოზიციურ ძალას გაერთიანებისკენ მოუწოდებენ, თუმცა, პარტიები მათკენ არც იხედებიან..
სდფფგსდგდფჰდფჰ
– რას მოუწოდებენ პარტიებს ფორმალურად და რას აკეთებენ რეალურად, ეს კიდევ საკითხავია. მე, არსად კუთხეში დგომას არ ვაპირებ და არც არავის "ვეტენები" და მინდა, რომ ეს ერთხელ და სამუდამოდ ყველამ გაითავისოს. ისე, ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში "ქართული პარტიის" შექმნა ერთადერთ წინგადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია.
სდფფგსდგდფჰდფჰ
– საზოგადოების ნაწილი "ქართულ პარტიას" არ სწყალობს, ამბობენ, "ქართულ პარტიაში" ნდობადაკარგული სახეები არიან თავმოყრილნიო...
სდფფგსდგდფჰდფჰ
– იცით, დღეს არ არსებობს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელთანაც საზოგადოებას რაღაც კითხვები და შენიშვნები არ ექნება. ჩვენი ამოცანა ხელისუფლების შეცვლაა და ჩვენ ნამდვილად, არ გვაქვს იმის უფლება, რომ ამ გზაზე, ისედაც მწირ ოპოზიციურ რესურსებს უდიერად მოვეპყროთ.
სდფფგსდგდფჰდფჰ
"ქართული პარტია" სამუშაო ყრილობას ნოემბერში მართავს და მოსამზადებელ სამუშაოებს, როგორც გავიგე, გაზაფხულზე იწყებს, ანუ აქტიურ მოქმედებებს ჯერ "სახალხო კრება" იწყებს და მათ კიდევ თავად უნდა გადაწყვიტონ, რა უნდათ ოპოზიციური ძალებისგან და უნდათ, თუ არა რამე საერთოდ, მათ შორის ჩვენგანაც.
სდფფგსდგდფჰდფჰ
შორიდან და პრესის ფურცლებიდან კი მოგვიწოდებენ შემოგვიერთდით, შემოგვიერთდითო, მაგრამ ჩემთვის მხოლოდ მოწოდება საკმარისი არ არის, ბევრად უფრო აქტიური მოქმედებებია საჭირო. ჩვენ უნდა დავინახოთ რისთვის იმართება კრება, იმისთვის, რომ კრების ინიციატორი დროებით პროცესების სათავეში მოექცეს, თუ იმისთვის, რომ ხელისუფლების შეცვლის პროცესი დაიწყოს.
სდფფგსდგდფჰდფჰ
– ალექსანდრე შალამბერიძემ განაცხადა, აღარასდროს ვითანამშრომლებთ ნოღაიდელთანო, თქვენი ყოფილი თანამებრძოლები თქვენზე გაბრაზებულები არიან? ანუ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თქვენ "ეროვნული საბჭოდან" დანარჩენ ლიდერებთან დაპირისპირების გამო წამოხვედით, სიმართლეა?
– თუ ვინმე ჩემზე გაბრაზებულია, შეუძლია წავიდეს და ცივი წყალი დალიოს. მათ შორის ალეკო შალამბერიძემაც. მე შენიშვნებს არავისგან მივიღებ, მით უმეტეს, შალამბერიძისგან. რაც შეეხება, "ეროვნულ საბჭოს", ეს საარჩევნო გაერთიანება იყო, რომელმაც თავისი ფუნქცია ამოწურა და "ხალხის პარტია" და "კონსერვატორები", პირდაპირ რომ ითქვას, კვალიფიციურ პარტიებად ჩვენს გამო და ჩვენი დახმარებით დარჩნენ. აი, ეს არის ობიექტური რეალობა და მეტი არაფერი.
სდფფგსდგდფჰდფჰ
– და ბოლოს, ბატონო ზურაბ, ხელისუფლების წარმომადგენლების ხელ-ფეხის დამტვრევის საკითხი თქვენს დღის წესრიგში კვლავაც დგას?
სდფფგსდგდფჰდფჰ
– ხელ-ფეხის დამტვრევა დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, დღესაც დგას და ამას ვერავინ გაექცევა. გპირდებით, რომ ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს ხელისუფლებაში ყოფნის დღეებს კანონის დარღვევით უნარჩუნებენ, აუცილებლად აგებენ პასუხს კანონის წინაშე.

კომენტარი