სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოპოზიცია ნოემბერში რევოლუციას გეგმავს?!

ამბობენ, ოპოზიციის ნაწილს ფული შემოაკლდა, ზოგს ამბიციები მოაწვა და ხელისუფლებაში მოსასვლელად ბრძოლას იწყებს, ზოგსაც კი რეალურად სურს, რომ ქვეყანაში ვითარება შეიცვალოსო.
დფსფდსფგსდფს
ერთი რამ ფაქტია, დღეს ოპოზიციურ ფლანგზე სამი ძირითადი დაჯგუფება გამოიკვეთა. ამ სამი დაჯგუფებიდან ორი რადიკალურ ფრთას წარმოადგენს და ის ერთი კი, არც იქითაა და არც აქეთ, მათ ე.წ. კონსტრუქციულ ოპოზიციასაც კი უწოდებენ.
დფსფდსფგსდფს
რადიკალურ ფრთას მიეკუთვნება ბურჯანაძე, თავისი `სახალხო კრებით~ და "ოქროს" ახალი "ქართული პარტია". ე.წ. კონსტრუქციულ ოპოზიციას კი 8 ოპოზიციური პარტია წარმოადგენს, რომლებიც საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებენ.
ბურჯანაძე "სახალხო კრებითურთ" სააკაშვილის გადადგომას და ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. ამ მოთხოვნით რადიკალთა ეს ნაწილი 25 ნოემბერს "სახალხო კრებას" გამართავს. "სახალხო კრების" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კრების გამართვის შემდეგ, ხალხს ჯერ ეკლესიაში და შემდეგ სახლებში არ წაიყვანენ და საქმეს ბოლომდე მიიყვანენ, ანუ "ხელისუფლებას პოლიტიკურ სანაგვეზე გაუშვებენ".
დფსფდსფგსდფს
ისე, აქ ერთი რამ გაუგებარია, ეს `სასტავი~ მუდმივად გაიძახის ხელისუფლება არჩევნებს აყალბებსო და არჩევნებს მაინც კატეგორიულად ითხოვს.
დფსფდსფგსდფს
"ოქროს" პარტიის სამოქმედო გეგმა და მოთხოვნები 24 ნოემბერს პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე გაცხადდება. მათზე მხოლოდ ის ვიცით, რომ ხელისუფლების შინ გასაშვებად რევოლუციასაც არ მოერიდებიან, ასე თავად ოქრუაშვილმა ბრძანა.
დფსფდსფგსდფს
პრინციპში, სადაც გაჩეჩილაძეა, იქ არის ქუჩაც. ნუ, აქ ახალი არც არაფერი იქნება, ძველ, ნაცნობ გზას კიდევ ერთხელ გავივლით. ამ შემადგენლობას თუ ნოღაიდელიც შეუერთდა და ამბობენ, რომ შეუერთდება კიდეც, მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლების ხელ-ფეხის მტვრევას შევესწრებით, ეს საკითხი ჯერ კიდევ დღის წესრიგში დგასო, განაცხადა, ექსპრემიერმა. ჰოდა, აი, სწორედ ეს იქნება "სიახლე".
დფსფდსფგსდფს
და, სად არიან ამ დროს "დაღლილი ვირის" ყოფილი მოკავშირეები, "ეროვნული საბჭოს" ლიდერები? მათი ნაწილი საკრებულოში თბილად ზის, ნაწილი კი ქუჩაშია, დევნილების და გარე მოვაჭრეების გვერდით. "ეროვნული საბჭო" აქციების დაწყებას, მოთხოვნით, "გადადგეს სააკაშვილი", არ ჩქარობს, არადა, აქამდე უნდა დაემთავრებინათ კიდეც ეს რეჟიმი. როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, ებრალიძისგან აღებული 45 ათასი ევრო შემოეჭამათ და ერთ-ერთ ოპოზიციონერთან დარბიან, ცოტა ფული გვასესხეო.
დფსფდსფგსდფს
"ქართულ პარტიასთან" თანამშრომლობას არც ესენი გამორიცხავენ, თუმცა, ეს როგორ მოხდება, არ ვიცით, რადგან შალამბერიძის თქმით, "ეროვნული საბჭო" ყოფილ პრემიერთან აღარასდროს ითანამშრომლებს.
დანარჩენი 8 პარტია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის იბრძვის, თუმცა, მათ მიერ შეგროვილი ხელმოწერების დარეგისტრირებაზე პარლამენტმა მათ უკვე უარი განუცხადა.
დფსფდსფგსდფს
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე პარლამენტის თავჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ოპოზიციას გუშინ ასეთი პასუხი გასცა. "ვისაუბროთ, მაგრამ არა ულტიმატუმებით და წინასწარი მოთხოვნებით".
დფსფდსფგსდფს
8 პოლიტიკურმა პარტიამ ჩვენი შეთავაზება გავაკეთეთ და პასუხს სწორედ ხელისუფლებისგან ველით, თანაც ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, აღნიშნა გუშინვე ალასანიამ.
დფსფდსფგსდფს
ერთი სიტყვით, ამ 8 ოპოზიციური ძალიდან, რომელი პარტია ჩაერთვება მოლაპარაკებებში და ჩაერთვება კი საერთოდ, ჯერჯერობით, უცნობია.
დფსფდსფგსდფს
"ეროვნულმა ფორუმმა" ხელისუფლებას 4 ნოემბრამდე მისცა დრო, რათა მათ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაედგათ, თუმცა დღეისთვის უკვე ცნობილია, რომ ხელისუფლება ოპოზიციური პარტიების ულტიმატუმებს არ მიიღებს. გამოდის, რომ ნოემბერში "ეროვნული ფორუმი" დაუმორჩილებლობას და საპროტესტო აქციებს დაიწყებს.
დფსფდსფგსდფს
ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში ახალი რევოლუცია მოხდეს. მაგალითად, რამაზ კლიმიაშვილი დარწმუნებულია, რომ ნოემბერში რევოლუცია მოხდება.

მოკლედ, გამოვა თუ არა ხალხი ქუჩაში და რა შეიძლება მოჰყვეს ოპოზიციის საპროტესტო აქციებს, უცნობია. ამას მხოლოდ და მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100