სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიო გამომცემლობები რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო მიმართულებებზე...

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის ოფიციალურად გაწევრიანების შემდეგ, სხვადასხვა გამომცემლობები აქტიურად განიხილავენ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკასა და პერსპექტივებს აღნიშნულ საკითხში.

მედია სამყარო თვლის, რომ აღნიშნული ფაქტის შემდეგ რუსეთმა უნდა დააკმაყოფილოს საერთაშორისო სავაჭრო სტანდარტები, შედეგად კი საინვესტიციო კლიმატი ქვეყანაში დადებითი მაჩვენებლისკენ შეიცვლება.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სტანდარტების შესათვისებლად გარკვეული ადაპტაციის გავლა მოუწევს, ეს ყოველივე რუსეთის ფედერაციის ურთიერთობას ევროპასთან და ჩინეთთან გაამტკიცებს. გამომცემლობები თვლიან, რომ ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ მოგვარდება აშშ-სა და რუსეთს შორის არსებული პოლიტიკური პრობლემები, ეს ყოველივე კი დადებითად იმოქმედებს ორ ქვეყანას შორის განვითარებულ უთანხმოებაზე სირიასთან დაკავშირებით. ურთიერთობა გამოსწორდება თურქეთთანაც და ეს ამ ორი ქვეყნის ენერგეტიკულ საკითხებზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს.

გამომცემლობების უმრავლესობა განსაკუთრებით აქტიურად განიხილავს რუსეთ-სირიის ურთიერთობას. ამ საკითხში განსაკუთრებულ ყურადღებას საფრანგეთის მოწოდებას, სირიაში გაეროს თავდაცვითი პირობების გადახედვასთან დაკავშირებით უთმობენ. ამასთანავე, მედია სამყარო ირწმუნება, რომ ჩინეთისა და რუსეთის სამხედრო გეგმა ნეგატიურად მოქმედებს სირიაში „უსაფრთხოების ზონის“ შექმნაზე. როგორც დასავლეთის პრესა აღნიშნავს, ვეტოს უფლებას რუსეთი და ჩინეთი განსაკუთრებით ხშირად გამოიყენებენ. ეს კი სირიაში არსებულ სიტუაციას უფრო მეტად დაძაბავს.

ისეთი მნიშვნელოვანი ძალები, როგორიც რუსეთი, ჩინეთი და ირანია არ შეიძლება უყურადღებოდ დარჩნენ. მათ ძალიან მარტივად შეუძლიათ სირიაში არსებული სიტუაციის დადებითი ან უარყოფითი მაჩვენებლისკენ შეცვლა. გამომცემლობები მიდიან იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ქვეყნების შესაძლებლობების უგულვებელყოფამ, შესაძლოა სერიოზული რეგიონალური კომფლიქტი, ან უფრო მეტიც, მორიგი მსოფლიო ომი გამოიწვიოს.

ამასთანავე საუბარია ჩეჩნეთსა და ამ ქვეყნის დაჯგუფებებზე, რომლებიც აქტიუარდ მონაწილეობენ სირიაში არსებულ შეიარაღებულ კომფლიქტებში. გამომცემლობები იუწყებიან, რომ აღნიშნული დაჯგუფებების გარკვეული ნაწილი იზიარებენ სირიის ოპოზიციის პოლიტიკურ და სამხედრო მიმართულებას. ამ ყოველივეს მიზანი კი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ კომფლიქტში ჩართვა გახლავთ.

გამომცემლობების ნაწილი იუწყება, რომ ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ხელისუფლებას შორის გარკვეული დაძაბულობა იგრძნობა, ეს კი ინგუშეთისადმი ჩეჩნეთის პრეზიდენტის, კადიროვის მიერ წამოყენებული პრეტენზიები და პირობებია, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ეხება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100