ბურჯანაძე დეპრესიაშია?!

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პრეზიდენტობის მოვალეობის ორგზის შემსრულებელი, ძალაუფლებაზე და ფუფუნებაზე ყურებამდე შეყვარებული ნინო ბურჯანაძე, თურმე დეპრესიაში ყოფილა. ამბობენ, ბურჯანაძე წარსულ დღეებს მისტირის და ძალაუფლების დაკარგვას ვერა და ვერ ეგუებაო.
დფგჯკდფლგკდფლ;გლ;დ
რა თქმა უნდა, მხოლოდ ძალაუფლების დაკარგვას, თორემ ფუფუნებაში ცხოვრება ,,ფქვილის პრინცესას" დღესაც არ აკლია. ჰო-და, ბურჯანაძე თურმე ფარ-ხმალს არ ყრის და "წარმომადგენლობით სახალხო კრებას" ამოფარებული ცდილობს ძალაუფლების დაბრუნებას, ანუ კვლავ ხელისუფლებაში მოსვლას. როგორც ამბობენ, ამისთვის ფულსაც არ იშურებს და "სახალხო კრების" მიერ დაგეგმილ ყველა ღონისძიებას აფინანსებსო.
დფგჯკდფლგკდფლ;გლ;დ
"წარმომადგენლობითი სახალხო კრების" გამართვა 25 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი. მანამდე კი, "სახალხო კრების" მესვეურები გულხელდაკრეფილები არ სხედან და რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. კრების რეგიონული კონფერენციები უკვე გაიმართა ბათუმსა და მცხეთაში. დღეს კი "სახალხო კრების" მხარდამჭერები მოსახლეობას ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში შეხვდებიან.
დფგჯკდფლგკდფლ;გლ;დ
შეხვედრაში "სახალხო კრების" წევრების და ნინო ბურჯანაძის გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციის – "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" თავმჯდომარე ეკა ბესელია და სხვა მიწვეული სტუმრებიც მიიღებენ მონაწილეობას.
დფგჯკდფლგკდფლ;გლ;დ
მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს ყველა რეგიონში "სახალხო კრების" საინიციატივო კომიტეტების ჩამოყალიბება და მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით, რეგიონული შეკრებების ჩატარების შესახებ დეკლარაცია, "სახალხო კრებამ" ამას წინათ, ფილარმონიაში გამართულ მოსამზადებელ ღონისძიებაზე მიიღო.
დფგჯკდფლგკდფლ;გლ;დ
რეგიონებში კომიტეტების ჩამოყალიბებას და მოსახლეობასთან შეხვედრების მოწყობას, ბუნებრივია, ფინანსები სჭირდება. აი, ამ ყველაფერს კი, ვიმეორებთ, როგორც ამბობენ, "სახალხო კრება" ბურჯანაძის ფინანსებით ახერხებს (ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, ასეთი ხმები ვრცელდება).

ბურჯანაძე კი, ცხადია, ფულს ტყუილად არ გადაყრის. როგორც მისივე პარტიის წევრები ჟურნალისტებთან პრივატულ საუბრებში აცხადებენ, ძალისხმევას არ დაიშურებენ და 2012 წლის დადგომამდე ხელისუფლებას სახლში მიაბრძანებენ. "ყველაფერი ახალ წლამდე დასრულდება, ეს უკვე გადაწყვეტილია", – ამბობენ, ბურჯანაძის პარტიის წევრები და უკვე თანამდებობების გადანაწილებაზე ფიქრში ათენებენ და აღამებენ. ისე, ოცნებას კაცი არ მოუკლავს.

კომენტარი