სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზურაბ ნოღაიდელმა რუსეთში, რიგით მეცხრე ვიზიტის დასრულების შემდეგ, ევროპაში "გაისეირნა"

"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ევროპიდან სამშობლოში გამთენიისას დაბრუნდა. ჩვენთვის უცნობია, კონკრეტულად ევროპის რომელ ქვეყანაში იმყოფებოდა ნოღაიდელი, რას ემსახურებოდა მისი ევროპულ-მოსკოვური ვოიაჟი და საერთოდაც, რა ჩაიტანა, ან რა ჩამოიტანა კრემლიდან და ევროპიდან.
ჰჯკჰკჯლჯლკჯლ;ჯ
მხოლოდ ის ვიცით, რომ ზურაბ ნოღაიდელმა რუსეთში რიგით მეცხრე ვიზიტის დასრულების შემდეგ, ევროპაში "გაისეირნა". აღსანიშნავია, რომ დღემდე ევროპაში იმყოფება ახალფეხადგმული "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე. როგორც ამბობენ, ნოღაიდელი კრემლიდან ევროპაში სწორედაც რომ "გრეჩიხასთან" და ოქრუაშვილთან სათათბიროდ გადაფრინდა.
ჰჯკჰკჯლჯლკჯლ;ჯ
სხვათაშორის, სანამ ოქრუაშვილი ახალ პარტიას შექმნიდა, ოპოზიციურ ერთიანობაზე კონსულტაციებს ექსპრემიერ ნოღაიდელთან მართავდა, თუმცა, რატომ ვერ ვიხილეთ ნოღაიდელი რეალურად ამ გაერთიანებაში, დღემდე უცნობია. როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, იმ დროისთვის ნოღაიდელის ოქრუაშვილთან გაერთიანება კრემლის გეგმებში არ შედიოდა და ნოღაიდელის სამოქმედო გეგმა კი, ოკუპანტის კარზე იწერებაო. ისე, არც ის არის გამორიცხული, რომ ნოიღაიდელის მოსკოვში რიგით მეცხრე ვოიაჟის შემდეგ, კრემლს მისთვის ახალი გეგმა და მითითებები მიეცა და ნოღაიდელი "ქართული პარტიის" მეხუთე ლიდერად მოგვევლინოსო. სხვათა შორის, ნოღაიდელმა "ქართულ პარტიასთან" თანამშრომლობისთვის მზადყოფნა ჯერ კიდევ პარტიის პრეზენტაციის დღეს გამოთქვა.
ჰჯკჰკჯლჯლკჯლ;ჯ
"დრონი.ჯი" ნოღაიდელის ევროპულ-მოსკოვურ ვიზიტებზე სასაუბროდ "სამართლიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერს პეტრე მამრაძეს დაუკავშირდა, თუმცა ამ ეტაპზე, მამრაძე ვერ აკონკრეტებს ევროპის რომელ ქვეყანაში იმყოფებოდა მათი ლიდერი, ვისთან მართავდა შეხვედრებს და რა იყო მისი ვიზიტების მიზეზი.
ჰჯკჰკჯლჯლკჯლ;ჯ
პეტრე მამრაძე: "მდივანს ველაპარაკე და ამ ეტაპზე მხოლოდ ის ვიცი, რომ ბატონი ზურა ჩამოვიდა. ჯერჯერობით, გამგეობის სხდომა მოწვეული არ არის, მხოლოდ სხდომის მოწვევის შემდეგ გავიგებ ყველაფერს მისი ვიზიტების შესახებ. ნოღაიდელი სხდომაზე მოგვიყვება ყველაფერს".
ჰჯკჰკჯლჯლკჯლ;ჯ
"დრონი.ჯი" "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, თუმცა, ვიზიტის შესახებ რაიმე ინფორმაცია ვერც პრესსამსახურმა მოგვაწოდა. პრესსამსახურში განგვიცხადეს ერთ საათში დაგვიკავშირდითო, თუმცა შემდგომ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა "დრონი.ჯი"-ს ზარებს აღარ უპასუხა.

მოკლედ, ისღა დაგვრჩენია ფრენისგან დაღლილი ნოღაიდელის დასვენებას დაველოდოთ და კომენტარები და ომახიანი განცხადებები იმის შესახებ, თუ ევროპის რომელ ქვეყანაში იმყოფებოდა და ვისთან მართავდა შეხვედრებს, ამის შემდგომ მოვისმინოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100