სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მინსკში ბონდო შალიკიანი მოკლეს

მინსკში ვარდების რევოლუციამდელი საქართველოს ერთ-ერთი გავლენიანი პირი ბონდო შალიკიანი მოკლეს, - ინფორმაციას ამის შესახებ „აფსნი.ჯი“ ავრცელებს. მასთან ერთად მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც შალიკიანს ახლდა. მისი ვინაობა დგინდება. მედიასაშუალებები მის შესახებ მხოლოდ იმას იტყობინებიან, რომ შალიკიანის თანმხლები პირი „კავკასიური აღნაგობის“ იყო. მკვლელობის დეტალებზე ინფორმაცია, ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ბონდო შალიკიანი იმერეთში საკმაოდ ცნობილი ადამიანი იყო. ის აკონტროლებდა ნავთობის ბიზნესს და იყო ტელეკომპანია „ქუთაისის“ მფლობელი.

სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, მათშორის იმერეთის ექს-გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი მას კრიმინალებთან კავშირში ხშირად ადანაშაულებდნენ.

2004 წლის მარტში ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბონდო შალიკიანი საკუთარ სახლში, სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს. პოლიციის მონაცემებით, მის საცხოვრებელ სახლში, ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. სპეცოპერაციას მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100