სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალასანია ოქრუაშვილის წინააღმდეგ

ახლახან დაფუძნებულ ახალ პოლიტიკურ გაერთიანება "ქართულ პარტიას" ხედვებს და ბრძოლის მეთოდებს დღეს უკვე კოლეგა ოპოზიციონერები უწუნებენ. "ქართული პარტია" ამჯერად "ჩვენი საქართველო -თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია. ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ქართული პარტიის" ლიდერების ხედვებს და პოზიციებს საკმაოდ მკაცრი შეფასებები მისცა.
სდფკსდლფჯსდკლფლსდ
ირაკლი ალასანია ოქრუაშვილის პოლიტიკურ გაერთიანებაში ვერ ხედავს ძალას, რომელიც ქვეყნისთვის სასიკეთო ცვლილებების მოტანას შეძლებს.
სდფკსდლფჯსდკლფლსდ
რამდენიმე დღის წინ, მაესტროზე ეკა ბერიძის გადაცემაში ირაკლი ოქრუაშვილმა, "ქართული პარტიის" პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას, ხელისუფლების რევოლუციის გზით შეცვლა არ გამორიცხა. "ჩვენ გავერთიანდით იმისთვის, რომ ეს რეჟიმი შევცვალოთ. ამისთვის ყველა გზას და შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომლის აუცილებლობის პირობებსაც შექმნის ხელისუფლება.
სდფკსდლფჯსდკლფლსდ
რევოლუცია ჩვენი მიზანი არ არის, რადგან კარგად გვესმის, რამხელა რისკების შემცველია და რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას. ჩვენ ამ გზით მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალთ, თუ ხელისუფლება სხვა გზას არ დაგვიტოვებს" -განაცხადა ოქრუაშვილმა. ოქრუაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს რეჟიმი არა ტრანსფორმირებული, არამედ დამთავრებული უნდა იყოს".
სდფკსდლფჯსდკლფლსდ
როგორც ჩანს, ალასანია სწორედ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ამ განცხადებას გამოეხმაურა და საკმაოდ მკაცრი შეფასებაც მისცა. თავად ირაკლი ალასანიასთვის ხელისუფლების რევოლუციის გზით შეცვლა მიუღებელია.
სდფკსდლფჯსდკლფლსდ
"საქართველოში რევოლუციების დრო დამთავრდა. ჩვენი პოლიტიკური ძალა ჩართულია საარჩევნო გარემოს შეცვლის პროცესში და ვაპირებთ, არჩევნების გზით შევცვალოთ ეს ხელისუფლება. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი, ეს არის ის, რაც საზოგადოებას სურს. სხვა ყველა გზა, რომელიც არ ემთხვევა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მშვიდობიან განვითარებას, ჩვენთვის მიუღებელია", - აღნიშნა ალასანიამ.

როგორც ჩანს "ქართული პარტიის" და "ჩვენი საქართველო თავისუფალი-დემოკრატების" ურთიერთანამშრომლობა არ შედგება და, თუ მომავალში "ქართული პარტიის" ლიდერები საპროტესტო ტალღას ააგორებენ და აქციები დაიწყება, "ჩვენი საქართველო-თავისუფალ დემოკრატებს" მათ გვერდით ვერ ვიხილავთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100