სილვიო ბერლუსკონი: „არაფრის გაკეთება არ არის შესაძლებელი, მე ერთადერთი ვარ!“

როგორც ცნობილია, სილვიო ბერლუსკონიმ მტკიცედ გადაწყვიტა კვლავ განაცხადოს პრეტენზია იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ეს ინფორმაცია ბერლუსკონიმ ერთი კვირის წინ გაავრცელა და განაცხადა, რომ დასახული მიზნის შესასრულებლად დაუღალავად იშრომებს.

„არაფრის გაკეთება არ არის შესაძლბელი. მე ერთადერთი ვარ, რომელსაც შესწევს ძალა სერიოზული კონკურენცია გაუწიოს მემარცხენეებს. ჩემი პარტია ჩემს გარეშე ვერაფერს გახდება, ამიტომ გადავწყვიტე არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ამ საკითხთან დაკავშირებით კი სერიოზული ამბიციები მაქვს და მათ აუცილებლად ვაქცევ რეალობად“, - აღნიშნავს იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

ბერლუსკონი სანამ ძველ თანამდებობას დაუბრუნდება, მანამდე საკუთარი იმიჯის გამოსწორებაზეც უნდა იზრუნოს. სილვიოს რეიტინგი იტალიაში აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით სერიოზულად შემცირდა. ამიტომ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პირველ რიგში ცხოვრების წესი უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ცდა წყალში ჩაეყრება.

კომენტარი