სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალი კონსტიტუცია ხვალ დამტკიცდება

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ხვალ, 15 ოქტომბერს, მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცებს.
დსფკდსფგკდფგჯკდფ
ამასთან ერთად, 15 ოქტომბერსვე დაგეგმილია საქართველოს კონსტიტუციურ პროექტზე მსჯელობა ვენეციის კომისიის პლენალურ სხდომაზე, სადაც საბოლოო რეკომენდაციებს მიიღებენ პროექტთან დაკავშირებით.
დსფკდსფგკდფგჯკდფ
მეორე წინასწარი მოსაზრებების გამოქვეყნებისას, 8 ოქტომბერს ვენეციის კომისიამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას დალოდებოდა მის საბოლოო რეკომენდაციებს, რათა საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო მიღებამდე "ზედმიწევნით გაითვალისწინოს" ისინი.
დსფკდსფგკდფგჯკდფ
თუმცა, საქართველოს პარლამენტს მეორე მოსმენისას კენჭისყრა ამ მოტივით არ გადაუდია. კენჭისყრის გადადება ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ მოითხოვა, რათა დეპუტატებს მისცემოდათ დრო ტექსტის გასაცნობად და იმის დასადგენად, ნამდვილად აისახა თუ არა მასში განხილვებისას მიღწეული შეთანმებები, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც დაეთანხმა.
დსფკდსფგკდფგჯკდფ
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებისას ტექსტში მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანაა შესაძლებელი. შინაარსობრივი ცვლილებები შედის მეორე მოსმენის დროს. საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით 1 ოქტომბერს მიიღო.
დსფკდსფგკდფგჯკდფ
როგორც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ირწმუნება, ტექსტში ყველა შეთანხმება ზედმიწევნით არის ასახული და ეს ეხება იმ პუნქტსაც, რომელზეც ვეფხვაძემ გაამახვილა ყურადღება.
დსფკდსფგკდფგჯკდფ
ვეფხვაძე აცხადებდა, რომ არსებობდა შეთანხმება პრეზიდენტის კანდიდატისთვის დაწესებულ ცენზთან დაკავშირებით, რომელიც საბოლოო ტექსტში არ დაფიქსირდა.
დსფკდსფგკდფგჯკდფ
საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, მნიშვნელოვნად მცირდება პრეზიდენტის უფლებამოსილება პრემიერის უფლებების ზრდის ხარჯზე.
საკონსტიტუციო რეფორმის საკითხს, აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, 6 ოქტომბერს ვაშინგტონში აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომაზე შეეხო.
მისი თქმით, მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა "ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა რეფორმების თვალსაზრისით, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას".
დსფკდსფგკდფგჯკდფ
"ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმულ რეკომენდაციებს, საქართველოში ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთკონტროლისა და ბალანსის სისტემის გაძლიერებასთან დაკავშირებით და ჩვენ მზად ვართ ამ პროცესში დახმარების გასაწევად", – განაცხადა კლინტონმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100