სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილი 126 220 000-ით დაჯარიმდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სატელიტურ ანტენებთან დაკავშირებით კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის წინააღმდეგ კონტროლის პალატის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის განხილვა დასრულდა.

შპს გლობალ კონტაქტ კონსალტინგი 126 მილიონ 220 ათასით დაჯარიმდა.

მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

კონტროლის პალატა ითხოვდა ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმებას, ვინაიდან თვლის, რომ მოსახლეობისთვის სატელიტური ანტენების გადაცემა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდება და შესაბამისად, ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა.

შეგახსენებთ, რომ დღესვე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი ოქმის განხილვაა დაგეგმილი. საქმე ეხება ივანიშვილის კომპანიების, „ბურჯისა“ და „ელიტა ბურჯის“ რესურსების გამოყენებას, კერძოდ 239 ავტომობილით სარგებლობას, რისთვისაც ივანიშვილი 2,5 მილიონამდე ლარის უკანონო გამოყენებაში დაადანაშაულეს.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100