სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსული ენა უკრაინაში: ტიპური პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა

როდესაც ისეთი ინსტრუმენტი, როგორიცაა სახელმწიფო ენა, საპროტესტო აქციებისა და პოლიტიკური ბრძოლის მიზეზი ხდება, უფრო მეტად სერიოზულ მიდგომას საჭიროებს.

უკრაინის პარლამენტმა პირველივე მოსმენისთანავე დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ეროვნულ უმცირესობებს ნებას რთავს სალაპარაკო ენად რუსული გამოიყენონ, როგორც საჯარო დაწესებულებებში, ასევე უკრაინის რამდენიმე რეგიონის სკოლებში. ეს დოკუმენტი შედგენილია მმართველი რეგიონების პარტიის მიერ, რომელშიც შედიან პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და პრემიერ მინისტრი ნიკოლაი აზაროვი.

თუ კანონპროექტი მეორე მოსმენის შემდეგაც დამტკიცდება, რუსული რეგიონალური ენა გახდება ქვეყნის 13 რეგიონში, მათ შორის დედაქალაქ კიევშიც. ეს კანონპროექტი ხელს შეუწყობს ეროვნული უმცირესობების, უნგრელების, რუმინელების, თათრების სტატუსის განმტკიცებას.

უკრაინაში, ისევე, როგორც მთელს პოსტსაბჭოთა სივცეში, ენის საკითხი მტკივნეული თემაა, რომელიც კულტურულ, პოლიტიკურ და ისტორიულ ხასიათს ატარებს. აღმოსავლეთ ევროპის ხალხისათვის სახელმწიფო ენა ერთგვარი დროშაა. ენის პატივისცემა და დაცვა კულტურული თვითმყოფადობის ნათელი გამოხატულებაა.

უკრაინაში სახელმწიფო ენის სახელმწიფო დონეზე გამოყენება ბოლოდროინდელი მოვლენაა, რომელიც დაკავშირებულია საბჭოთა კავშირის დაშლასა და 1991 წელს ეროვნული დამოუკდიებლობის მიღებასთან. რა თქმა უნდა, უკრაინის რესპუბლიკის კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ ერის პოლიტიკურ ერთიანობის გარანტი პრეზიდენტი, სახელმწიფო ინსტიტუტები, ლურჯ-ყვითელი დროშა, ქვეყნის გერბი და უკრაინული ენა არის.

მაგრამ არსებული ვითარება სხვაგვარია, რაც თითქმის საუკუნოვანი საბჭოთა ჰეგემონიის შედეგია, რომლის დროსაც, განსაკუთრებით სტალინის ეპოქაში, უკრაინულ ენა ოფიციალურად აკრძალული იყო.

ის, ვინც საუბრობდა და წერდა უკრაინულად, „ხალხის მტრად“ ითვლებოდა და რეპრესიების მსხვერპლი ხდებოდა მოსკოვის ხელისუფლების მიერ, რომელიც სტაბილურობისა და სიმშვიდის შესანარჩუნებლად, რუსული ენის გამოყენებას როგორც უკრაინაში, ასევე საბჭოთა კავშირის დანარჩენ ეტრიტორიებზე მოითხოვდა. ამავდროულად, საბჭოთა ხელისუფლებამ, დემოგრაფიული პოლიტიკის დახმარებით, ძალიან მოხერხებულად მოახდინა უკრაინის მიწების რუსიფიკაცია, კერძოდ კი ქვეყნის ცენტრალური და აღმოსავლეთ რეგიონების. უკრაინულად მოსაუბრე საზოგადოება შორეულ ციმბირში გადაასახლა, დაუსახლებელ ტერიტორიებზე კი რუსები ჩაიყვანეს, რომლებმაც თან ჩაიტანეს საკუთარი ჩვევები და წესები, მათ შორის რუსული ენაც.

უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური კამპანია უკრაინული ენის წინააღმდეგ, ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში დაიწყო. იმისათვის, რომ ევროპის მცხოვრებლებზე კონტროლი არ დაეკარგათ, ხელმწიფეები უკრაინულ მიწებზე რუსებს ასახლებდნენ.

უკრაინში კულტურული თვითმყოფადობის საბოლოოდ განადგურებისათვის, რომელზე დაყრდნობითაც ქვეყანას რუსეთის იმპერიიდან გამოსვლა შეეძლო, რუსმა იმპერატორებმა უკრაინული ენის გამოყენება აკრძალეს.

ამ ფონზე, ნათლად ჩანს, რომ რუსეთის ქმედებების მიზანი მხოლოდ კულტურული თვითმყოფადობის ნგრევა კი არა, ეროვნული ერთიანობის განადგურებაც იყო.

დღევანდელი სიტუაცია რუსეთისათვის კარგადაა ნაცნობი. ნათელია, მას საკუთარი პოლიტიკური ჰეგემონიის აღდგენა სურს იმ ევროპულ ქვეყანაში, რომელსაც მოსკოვი საკუთარ სამფლობელოდ თვლის.

ეს კანონპროექტი საბოლოოდ თუ დამტკიცდება, შესაძლოა მან ქვეყნის პოლიტიკური დაყოფა გამოიწვევს და ეროვნულ ერთიანობას სერიოზულ საფრთხე შეუქმნას.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნულ უმცირესობებს, უნგრელებს, რუმინელებსა და თათრებს, არასდროს მოუთხოვიათ საკუთარი ენა სახელმწიფოდ გამოეცხადებინათ. კანონოპროექტს ხელი პირველმა დეპუტატმა ვადიმ კოლესნიჩენკომ მოაწერა, რომელიც ცნობილია, როგორც რუსეთის გეგმების მხარდამჭერი.

უკრაინელი ოპოზიციონერები კანონპოექტის დამტკიცებას ეწინააღდეგებიან.

გამოცდილი პოლიტიკოსების განცხადებით, პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა კანონპროექტს ხელი იმიტომ მოაწერა, რომ ყურადღება მოედუნებინა იმ სიტუაციაზე, რომელიც იულია ტიმოშენკოს დაკავების შემდეგ შეიქმნა. ამ ქმედებით პრეზიდენტმა მხარდამჭერები დაკარგა და საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა.

ნათელია, პუტინი „გათიშე და იბატონე“-ს პოლიტიკას აწარმოებს უკრაინაში...

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100