სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ფორუმ.ჯი”-ს ბოლშევიკები

დემოკრატიის და ჰუმანური ფასეულობების ვირტუალურად მეხოტბე კიბერ საზოგადოებამ, წუხელ „დიდი მოვლენა” იზეიმა - მათთვის მიუღებელი შეხედულებების საიტებზე ჰაკერული თავდასხმა. როგორც ცნობილია, გუშინ ორი ყველაზე რეიტინგული საინფორმაციო საიტი, „პრესა.ჯი” და „დრონი.ჯი” კიბერ დამნაშავეების მსხვერპლი გახდა. საიტებზე მძლავრი შეტევა განხორციელდა, რასაც, რამდენიმე საათის განმავლობაში, ორივე საიტის პარალიზება მოჰყვა.

ყველა საღი ფსიქიკის და აზროვნების ადამიანისათვის, ცხადია, ეს ფაქტი ერთმნიშვნელოვნად დასაგმობი და აღმაშფოთებელი შეიძლება იყოს, მით უმეტეს, იმ კატეგორიისთვის, რომელიც კანონმორჩილებასა და დასავლურ ფასეულობებზე ხშირად აპელირებს და სხვასაც მოუწოდებს ამ ფასეულობების პატივისცემას. თუმცა, როგორც ზოგადად ასეთ ექსტრემალურ სიტუაციებში ხდება-ხოლმე, ფარისეველი საზოგადოება თავის რეალურ სახეს ავლენს.

ერთ-ერთი ქართული სოციალური საიტის, ფორუმ.ჯის ცნობილი ქართველი „ქველმოქმედის” მხარდამჭერმა იუზერებმა, გუშინ, ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ვირტუალურ სივრცეში შუასაუკუნეობრივი, ყველაზე ველური სასამართლოს მსგავსი, კოცონს გარშემო „ჯადოქრის დასაწვავად” შემოკრებილი „მოსამართლეების” მსგავსი ღრიანცელი მოაწყვეს.

დემოკრატიის მეხოტბე იუზერები (რომელთა ქმედებასაც ზოგიერთი მოდერატორი თავისი უმოქმედობით ახალისებდა), სულ რამდენიმე წამში გარდაიქმნენ ყველაზე სასტიკ ბოლშევიკებად და უცნაური ლოზუნგების სროლა დაიწყეს.

მაგალითად, ზოგი იუზერი ისე შორსაც წავიდა, რომ სიხარულის ყიჟინის პარალელურად, ორივე საიტის მთელი რედაქციის დაწვას, განადგურებას, დახოცვას ითხოვდა.

ცნობილი „დემოკრატიული” პარტიის მიმდევარი აქტივისტები, განსაკუთრებით მათი ოფიციალურად დაფინანსებული ნაწილი, საიტების რედაქციებში შევარდნის და მათი აფეთქების ინიციატორადაც კი გამოვიდა.

მოკლედ, „დემოკრატებმა” წუხელ საკუთარი რეალური სახე გამოაჩინეს. როგორც ჩანს, სწორედ ასეთი „დემოკრატიით” და პლურალიზმისადმი პატივისცემით აპირებენ ისინი ცივილიზებული მსოფლიოს გაოცებას.

მათი ოცნებების ასრულების შემთხვევაში კი, ძნელი წარმოსადგენი არაა, თუ რა ელის საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც მათ შეხედულებებს უპირობოდ არ გაიზიარებს: დაწვა, დახრჩობა, განადგურება, დახოცვა... ეს მათი კუმირისაგან, რომელმაც ჩრდილოეთ სამეზობლოში, მისივე განცხადებით, ყველაზე დაუნდობელ პერიოდში მილიარდები იშოვა, და მისი ამ მილიარდების ბრმადმიმდევრებისაგან გასაკვირი ნამდვილად არ იქნება...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100