სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ეროვნულმა საბჭომ" ებრალიძისგან 45 000 ევრო მიიღო?!

ხელისუფლებაში მოსვლა მარადმწვანე ოპოზიციონერებს ოცნებად რომ აქვთ ქცეული, ყველამ კარგად იცის. ზოგი არჩევნების გზით აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას, ზოგიც - არეულობით და კრემლის ფულით. როგორც ამბობენ, არაერთი ოპოზიციონერია კრემლთან შეკრული და ხელისუფლების დამხობას ოკუპანტის დახმარებით გეგმავს.
სდაფჯსდფჯკსდლფკსდფ;
"დრონი.ჯი" ჯერ კიდევ ივლისში წერდა, რომ შემოდგომაზე ,,ეროვნული საბჭო” ოკუპანტისგან და პუტინის მეგობარ მიხეილ ხუბუტიასგან დაფინანსებას მიიღებდა. ხოდა, ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი... "დრონი. ჯი"-ს წყაროს თქმით, ,,ეროვნულმა საბჭომ” კრემლისგან დაფინანსება უკვე მიიღო. სოლიდური თანხა ბიჭების ხელშია, გვიხაროდენ. ამავე წყაროს მტკიცებით, ხუბუტიასთან ერთად ,,ეროვნული საბჭოს” დაფინანსება ალექსანდრე ებრალიძესაც უთავია და თურმე მოსკოვში მოღვაწე, ფსბ-სთან და კრემლთან დაახლოებული სხვადასხვა ქართველი ბიზნესმენებიც აპირებენ ვაიოპოლიდერების დაფინანსებას.
სდაფჯსდფჯკსდლფკსდფ;
წყარო ვერ გვიკონკრეტებს, რა თანხა გაიღო პუტინის მეგობარმა ხუბუტიამ, თუმცა ალექსანდრე ებრალიძემ 45 000 ევრო რომ ჩაახუტა კუკავა-დავითაშვილს, ეს დანამდვილებით იცის. ერთი სიტყვით, პუტინთან და მის ძმაბიჭებთან შეხვედრების, ხელისუფლების დასამხობად დირექტივების და სამოქმედო გეგმის მიღების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ კუკავა-დავითაშვილის დუეტს დაფინანსებაც წამოეწია. წყაროს თქმით, კუკავა და "ნავერწილე" სიხარულით მეცხრე ცაზე ყოფილან, ჩვენთვის უსვრია ავრორასო, აბა, 45 000 ევრო ჯიბეში აქვთ პატივცემულებს. (ისე, რამდენს "ჩაღუნავენ" და რას მოილხენენ ბატონები)
სდაფჯსდფჯკსდლფკსდფ;
მოკლედ, 45 000 ევრო არის და სრული ბედნიერებისთვის რა რჩება? რა თქმა უნდა, ოკუპანტის კარზე დაწერილი სამოქმედო გეგმის სისრულეში მოყვანა და ხელისუფლებაში მოსვლა. "ეროვნული საბჭო" არის ის ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომლისთვისაც ქუჩის აქციებიც და საკრებულოს გზით ბრძოლის გაგრძელებაც მისაღებია – აცხადებს დავითაშვილი. იმდენი მაგას რა ვუთხარით. რა საკრებულო, რის საკრებულო, მათი გეგმა აქციებზე და არეულობაზე გადის.
სდაფჯსდფჯკსდლფკსდფ;
გაიძახიან კიდეც მალე პერმანენტულ საპროტესტო აქციებს ვიწყებთო. დიახ, მალეო. აი, მათი მალე კი როდის არის, ჯერ ვერ აკონკრეტებენ, თუმცა, რაც მთავარია, მიტინგები იქნება. ნეტავ აქციების დაწყების თარიღს რატომ ვერ აკონკრეტებენ? რატომდა, აქციები მუსიკა არ არის შეკვეთით რომ იყოს და ბუნებრივია, ხალხს, ქუჩაში რომ გამოვიდეს, ხელისუფლების მიმართ პროტესტი უნდა გაუჩნდეს. საპროტესტო მუხტი კი მკვდარია.
სდაფჯსდფჯკსდლფკსდფ;
აი, ამიტომაც ვერ ასახელებენ ვაიოპოზიციონერები აქციების დაწყების მორიგ აპოკალიფსურ თარიღს. და როგორ უნდა ააგორონ საპროტესტო მუხტი, რომელიც ჰაერივით სჭირდებათ? წყაროს თქმით, მათი გეგმა ასეთია: ხალხს ქუჩაში გამოსასვლელად ფული უნდა გადაუხადონ. მართალია, 45 000 ევრო არ არის ის თანხა, რომ თავიდან ბოლომდე მთელი საპროტესტო მოძრაობა დაფინანსდეს, მაგრამ პარტიამ ამ თანხით რეგიონალურ ოფისს ორი კაპიკი რომ გადაუხადოს და ხალხის გარკვეული რაოდენობა გამოაყვანინოს ქუჩაში, ამისთვის კი ეყოფათ.
სდაფჯსდფჯკსდლფკსდფ;
ამ თანხას დამატებული ადგილობრივი და იმ ორი-სამი კაცის მიერ მიცემული თანხები, რომლებიც "ეროვნული საბჭოს" ლიდერების თქმით, პარტიას მუდმივად ეხმარებიან და ეგ არის, სოფელიც აშენდება...პლიუს ამას, ჩვენ ხომ არ ვიცით კიდევ ვინ რა თანხები გაიღო და გაიღებს მომავალში. თან ,,ეროვნული საბჭოს" რიგები თუ გაფართოვდა, რაც არ არის გამორიცხული, სხვა ოპოზიციონერების ფინანსები და დაფინანსებაც დაემატება და მორჩა, გავლენ "დამკაში."
სდაფჯსდფჯკსდლფკსდფ;
ამასობაში, პუტინი-მედვედევის დუეტიც შიდა პრობლემებს მოაგვარებს, ვიღაც-ვიღაცეები ჯიბეზე კვლავ გაიკრავენ ხელს, მიაშველებენ ფულს და თავისუფლების მოედანიც ხალხით გაივსება. ერთი სიტყვით, თუ ხალხი "ეროვნული საბჭოს" დაანონსებულ აქციებზე გამოვა, გამოვა არა ,,კონსერვატორების" და ,,ხალხის პარტიის" ორ-სამ კაციანი ლიდერების დაძახილზე და ვითომ მათი მაღალი რეიტინგის დამსახურებით, არამედ, როგორც უკვე გითხარით, ებრალიძის 45 000 ევროდან შეხვედრილი კაპიკების გამო. მოკლედ, წყაროს თქმით, ამ ეტაპზე გეგმა, რომელიც "ეროვნული საბჭოსთვის" პუტინის კარზე დაიწერა, ასეთია. შევხედავთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
სდაფჯსდფჯკსდლფკსდფ;
წყაროს მტკიცებით, გეგმის ბოლომდე ვერგანხორციელების შემთხვევაში, ბიჭები სხვა გზას დაადგებიან. თუ კოჭებში შეატყობენ, რომ კრემლის გეგმა ადრე თუ გვიან ჩაიფუშება, მაშინ, როგორც ადრე, ხელისუფლებასთან დაიწყებენ ვაჭრობას - მოგვე ფული და აქციებს დროზე ადრე დავშლითო. მათი ვარაუდით, ხელისუფლებაც ქვეყანაში დესტაბილიზაციის თავიდან არიდების მიზნით მათ კაპიკებს გადაუგდებს და კმაყოფილი ოპოლიდერები ხალხს სახლებში გაუშვებენ.
მართალია ოპოლიდერები ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მაგრამ ფულს ხომ იშოვიან. ასე რომ კრება დარჩება მხიარული, ხალხი, ებრალიძე და სხვა დამფინანსებლები კი მოტყუებულნი, გულდაწყვეტილნი და პირში ჩალაგამოვლებულნი.
სდაფჯსდფჯკსდლფკსდფ;
"დრონი.ჯი" ამ საკითხზე კომენტარისთვის "ეროვნული საბჭოს" ერთ-ერთ ლიდერს, კობა დავითაშვილს დაუკავშირდა:
სდაფ სდაფჯსდფჯკსდლფდფჯკსდლფკსდფ;
– ბატონო კობა, დრონი.ჯი-ს ინფორმაციით ალექსანდრე ებრალიძემ დაფინანსების სახით 45 000 ევრო მოგცათ, ადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას?
სდაფჯსდფჯკსდლფკსდფ;
– ( პაუზა) არა.
სდაფჯსდფჯკსდლფკსდფ;
– ანუ ებრალიძეს არ დაუფინანსებიხართ?
სდაფჯსდფჯკსდლფკსდფ;
– არა, (პაუზა) ეს არის ხელისუფლების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია.
სდაფჯსდფჯკსდლფკსდფ;
P.S. ბატონი კობა, "დრონი.ჯი"-ს კითხვამ დააფიქრა და ცოტა არ იყოს უჩვეულოდ დააბნია კიდეც. არადა, დავითაშვილი ე.წ. დეზინფორმაციას და ყურითმოთრეულ ჭორებს სხარტად და ყოველგვარი პაუზის გარეშე, ირონიით და ხანაც აგრესიით პასუხობს-ხოლმე. ერთი რამ უდავოა, "დრონი ჯი"-ს კითხვა დავითაშვილისთვის აშკარად არასასიამოვნო მოულოდნელობა იყო. დასკვნის გამოტანა მკითხველისთვის მიგვინდვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100