მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

დღეს, 28 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ მიღებული კანონმდებლობის თანახმად, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან განთავისუფლებული იქნა.

აღნიშნულ ვითრებაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რეფორმების გატარების პროცესში შეიქმნა პრინციპული შეუთავსებლობა განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის. სწორედ ამიტომ, მიმინოშვილს დაკისრებული მოვალეობების შესრულება აღარ ევალება.

გამოცდების ეროვნული ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. ეროვნული ცენტრი საადესტატო გამოცდბის შეუფერხებელ მიმდინარეობას უზრუნველყოფს და ემზადება ეროვნული გამოცდებისთვისაც.

კომენტარი