სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"წადი... წადი მონასტერში, მონასტერში ოფელია"...

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გვაცნობა, რომ „სახალხო კრება" 26 მაისთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისს აღავლენს. „26 მაისს მივიღებთ მონაწილეობას პარაკლისში, რომელიც გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში" - აღნიშნა ბურჯანაძემ.

მის თავხედობას საზღვარი არ აქვს. საინტერესოა, ვისი ლოცვა-კურთხევით გეგმავდა ნინო ბურჯანაძე და მისი უფროსი ვაჟა ანზორ ბურჯანაძე ხალხის გაწირვასა და რუსული სპეცრაზმის შემოყვანას?

ქალბატონ ბურჯანაძეს ჰგონია, რომ ხალხს, უკვე დაავიწყდა მისი გაბაასება შვილთან, რომლის ჩანაწერიც მალევე გახმაურდა და წესით, ამ ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, ბურჯანაძე საერთოდ უნდა ჩამოშორებოდა პოლიტიკას.

მკითხველს ახსოვს, როგორ გულგრილად საუბრობდნენ დედა–შვილი ბურჯანაძეები „საჭირო სისხლისღვრაზე, რომელიც საუკუნეებია არ მომხდარა" და როგორ ღიად იმუქრებოდნენ რუსეთის მხარდაჭერით.

გასული წლის 26 მაისის მეორე დღესვე, ბურჯანაძემ უტიფრად, უარგუმენტოდ იმართლა თავი, რომ ვაჟ ანზორიკოსთან საუბარი არასწორად იქნა აღქმული. ზოგადად, ბურჯანაძე ვერ გამოვიდა საბჭოთა პროვინციის ელიტ–გოგოს როლიდან და დღემდე ჰგონია, რომ ხალხი მასთან ვალშია.

ბურჯანაძე, რომელმაც პროვოკაციას წამოაგო, რამდენიმე ათასი გაჭირვებული მოქალაქე, სიამოვნებით გასრესდა მანქანით ყველა მათგანს, თუ ეს მას ძალაუფლებას მისცემდა. არადა, ბევრს ახსოვს, საბჭოთა კავშირის დროინდელი მოდის ჟურნალების თარგებზე გამოწყობილი, ამბიციებგამოუცხადებელი ნინო, რომელიც კმაყოფილი იყო, ჯერ დეპუტატის ხვედრით, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის როლით.

სიტყვა როლი შემთხვევით არ გვიხსენებია. ნინო ბურჯანაძემ, როგორც უნიათო პოლიტიკოსმა, იმ პერიოდში მნიშვნელოვნად დასცა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ავტორიტეტი. გემახსოვრებათ თერჯოლის სკოლის პედაგოგივით გაწიწმატებული ნინო ბურჯანაზე, რომელიც ამაოდ ცდილობდა დეპუტატების დაშოშმინებას. იგი ზედაპირულადაც ვერ იმსახურებდა კოლეგების პატივისცმეას, არ ჰქონდათ მისი რიდი.

ამ ყველაფრის შემდეგ, ლოგიკური იყო მისი განცხადება „პარლამენტის თავმჟდომარეობა ყველაზე მაღალი საფეხურია ჩემს კარიერაში. მეტზე პრეტენზია არ მექნება“. თუმცა, აღმოჩნდა რომ მან ტყუილი თქვა. რამდენიმეკვირიანი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლობამ, ბურჯანაძის ცნობიერება ამოატივტივა. მას ნამდვილი პრეზიდენტობა მოუნდა.

როგორც იმ ხანად კულუარებში საუბრობდნენ, ამ კუთხით მასზე კორუმპირებულმა მამიკომ და მეუღლემ იმოქმედეს. ნინო ბურჯანაძის ამბიციებს შეეწირა ადამიანების სიცოცხლე გასული წლის 26 მაისს, მაგრამ არავის უნახავს ბურჯანაძე, რომლიც წუხდა, ინანიებდა, გლოვობდა.. ეკრანიდან, ისტერიულად ხელებს ჩაჩხავდა ამბიციური ქალი, რომლისთვისაც ადამიანის სიკვდილი მხოლოდ სტატისტიკა ყოფილა.

ახლა ბურჯანაძე ურცხვად აცხადებს, რომ პატრიარქის ლოცვა–კურთხევით აპირებს პარაკლისი გადაიხადოს სამებაში. იქამდე, ბურჯანაძეს სჯობდა იგივე პატრიარქისთვის ცოდვების მონანიება ეთხოვა და მის კისერზე არსებული უდანაშაულო ადამიანთა სისხლით დამძიმებულს, პარაკლისი პოლიტიკიდან წასულს, სადმე შორეულ მონასტერში გადაეხადა... თუმცა, ბურჯანაძე ისევ არ ისვენებს, და ისევ ისე ჩაჩხავს ბრილიანტებიან თითებს ხალხის წინაშე, რომელიც მას დღემდე მამამისის მონები ჰგონია.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100