სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბარაკ ობამა გეებს შორის ქორწინების მომხრეა

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, "გეი წყვილებს ქორწინების უფლება უნდა ჰქონდეთ". ამ საკითხზე მან ტელეკომპანია "ეი-ბი-სი"-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა და კვლავ ვფიქრობ, რომ აღნიშნულ პრობლემებზე შტატებმა ინდივიდუალურად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება" – აქვე დასძინა ბარაქ ობამამ.

ცნიბისთვის, ამერიკის რამდენიმე შტატმა დაამტკიცა საკუთარი კანონი, რომლის მიხედვით, ერთსქესიანი ქორწინება აკრძალული ან ნებადართულია.

აღსანიშნავია, რომ ბარაქ ობამა პირველი პრეზიდენტია, რომელიც გეების ქორწინებისადმი მხარდაჭერას გამოხატავს. აღნიშნულ განცხადებას გეების უფლებების დამცველები ისტორიულ მოვლენად თვლიან.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100