სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოპოზიცია ლეღვის ფოთლად სახალხო კრების აფარებას აპირებს

რადიკალურმა ოპოზიციამ ვერაფერი მოუხერხა ხელისუფლებას. 3-წლიანი გნიასით და ხალხის წინ და უკან სიარულით მიზანს – საპრეზიდენტო სავარძელს ვერ მისწვდნენ. ამ 3 წელში მრავალი გაერთიანება და ალიანსი შექმნეს. ვინ სად შედიოდა და გამოდიოდა, კაცი ვერ გაიგებდა. ზოგი ალიანსი წინასაარჩევნო იყო, ზოგი არჩევნების შემდგომი, ზოგი კი, მგონი, ამ ალიანს-კავშირების წევრი პარტიის ლიდერებმაც კი არ იცოდნენ, რატომ და რისთვის შექმნეს.
სდასდფსაფას
ახლა კი, ეს პატივცემული რადიკალები ისე აიხლართნენ და აირივ-დაირივნენ, კაცი ვერ გაიგებს, ვინ საით არის. უზომო ამბიციამ, კონკრეტული მიზნის არქონამ, დაუხვეწავმა ტაქტიკამ და მოწინააღმდეგის – ხელისუფლების შეუფასებლობამ მიიყვანა ოპოზიცია ამ დღემდე. იმ ხალხის დიდ ნაწილს, რომელიც ოპოზიციის ერთგული იყო და ხელისუფლების ხსენება ზარავდა, ახლა ოპოზიციის ხსენება ზაფრავს და ხელგაშლილნი ამბობენ: ავია თუ კარგია ეს ხელისუფლება, ამ ოპოზიციაზე ათასჯერ ძლიერია. როგორც კატა თაგვს, ისე ათამაშებს ოპოზიციას სააკაშვილი და მის დაკრულზე ისე ცეკვავენ ეს საპრეზიდენტო ამბიციებმოძალებული ოპო-ლიდერები, აზრზე არ არიანო. ისე, ზოგი აზრზეა, აწყობს და ცეკვავს სააკაშვილის დაკრულზე. ეს ჩვენში დარჩეს. თუმცა, ცხადია, ისეთებიც არიან, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი შეგირდადაც კი არ აიყვანს, ორი წელია პოლიტიკაში მოსულან, ორასიოდე წევრი ჰყავთ პარტიაში და რომ მიუშვა, თვალს არ დაახამხამებენ, ისე ჩაიბარებენ ქვეყნის მართვის სადავეებს. აი, ასეთები არიან, ხელისუფლება თავისი პიარ-ტექნოლოგიური მეთოდებით დღენიადაგ ფორსირებულად რომ ამასხარავებს და საქვეყნოდ გამოაჭენებს ხოლმე მათ უნიჭობას და პოლიტიკურ უმეცრებას.
სდასდფსაფას
რადიკალური პოლიტიკური ოპოზიცია საქართველოში აღარ არსებობს, მორჩა – სული დალია. რადიკალებმა მათ მხარდამჭერ ინტელიგენციასთან ერთად (რომელთა შორის მრავლად არიან ზვიად გამსახურდიას დამამხობელი "წითელი ინტელიგენტები") ძვრა ვერ უყვეს ხელისუფლებას, რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დააშვებინეს (2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევა და "ტელეიმედში" სპეცრაზმის შეჭრა), მაგრამ საბედისწერო ვერა. ახლა რადიკალური პოლიტოპოზიცია ხსნას წარმომადგენლობითი სახალხო კრებისგან ელის. სწორედ სახალხო კრებამ უნდა უზრუნველყოს ის, რასაც თავს ვეღარ აბამს ოპოზიცია. ხალხი უნდა გამოიყვანოს ქუჩაში. რუსეთსა თუ ხელისუფლებას სულმიყიდულ ლიდერებს ხალხი აღარ ენდობა. აი, სახალხო კრებაში კი ფრიად პატივსაცემი ხალხიც არის, რომელთაც ჯერ საზოგადოების ნდობა არ დაუკარგავთ.
სდასდფსაფას
თუმცა ეს მხოლოდ სახალხო კრების დამფუძნებელთა და წევრთა მცირე ნაწილზე ითქმის. აღნიშნული ორგანიზაცია, რომელიც აცხადებს, რომ აპოლიტიკურია არსით, ღიად თანამშრომლობს პოლიტიკურ პარტიებთან. მათ დამფუძნებელთა შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც ახლო წარსულში ღიად უჭერდნენ მხარს ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკურ ლიდერს (ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი მაგალითად, პრეზიდენტობის კანდიდატის, ბადრი პატარკაციშვილის შტაბს ხელმძღვანელობდა.). სახალხო კრების სიახლოვეს ტრიალებენ და მათ სხდომებსაც ესწრებიან ყოფილი "მხედრიონელები", ისეთები ვინც თავის დროზე გამსახურდიას ხელისუფლების დამხობასა და სამოქალაქო ომის გაჩაღებაში, საქართველოს აოხრებაში ლომის წილი დაიდო. მაგალითად ჯაბა იოსელიანის მარჯვენა თუ მარცხენა ხელის, გენერალ აკია ბარბაქაძის მოყვანაც კმარა, რომელიც ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟთან, ლაშა ამირეჯიბთან, პოეტთან და ყოფილ კულტურის მინისტრთან, დავით მაღრაძესთან, თემურ ნანეიშვილთან, "მხედრიონელ" რეჟისორ ნუკრი ქანთარიასთან ერთად ღიად არის ჩართული კონსულტაციებში სახალხო კრების მოწვევის საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით.
სდასდფსაფას
ეგ არის, აკია ბარბაქაძე სახალხო კრების დამფუძნებელთა შორის არ არის და ცდილობენ გარკვეულ მომენტამდე თვალს მოაფარონ, არადა "ზვიადისტების" დიდ ნაწილს დღემდე ვერ წარმოუდგენია "მხედრიონელებთან", თენგიზ კიტოვანის გვარდიელებთან, გია ყარყარაშვილის "თეთრ არწივთან" თანამშრომლობა, განსხვავებით ზვიად ძიძიგურისგან, რომელიც, მაგალითად, არც გოგა ხაინდრავასთან პოლიტპარტნიორობას და ძმაკაცობას თაკილობს და არც იმ "მხედრიონელებთან", მას მოსაკლავად რომ დასდევდნენ, მის ოჯახს, სანათესაოს და საახლობლოს თვეში ორჯერ მაინც რომ აწიოკებდნენ და ბოლოს 5 წელი ციხეც ახეხინეს. ეროვნულ კრებაში რამდენიმე პოზიცია დაეჯახა ერთმანეთს. ერთი მხარე იძახის, რომ გამსახურდიას დამამხობელებთან არ ითანამშრომლებენ, ესენი ზვიადის მომხრეები არიან.
სდასდფსაფას
მეორე ფრთა წინააღმდეგია სააკაშვილის ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადმოსულ პოლიტიკოსებთან თანამშრომლობაზე, თუმცა რატომღაც გამონაკლისი ერთია – ზურაბ ნოღაიდელი, რატომღაც ეს აკრძალვა არ ეხებათ ნინო ბურჯანაძეს, გოგა ხაინდრავას, ირაკლი ოქრუაშვილს, სალომე ზურაბიშვილს... ელიზბარ ჯაველიძე, მაგალითად, კატეგორიული წინააღმდეგია ირაკლი ალასანიასთან ყოველგვარი ურთიერთობისა. ეგ ბიჭი, 1991 წლის დეკემბერში, მთავრობის სახლის წინ, "კალაშნიკოვით" დარბოდა, ზვიადის მომხრე გვარდიელებს ესროდა, მერე კი "კულინარიელთა საძმოს" წევრი იყო და ძარცვა-ყაჩაღობის გარდა, "ზვიადისტებისა" და მათი ოჯახების რბევითაც გაითქვა სახელიო. რეზო ამაშუკელი "რესპუბლიკელებთან" ყოველგვარი სიახლოვის კატეგორიული წინააღმდეგია. ჯერ გაარკვიონ ვინ ქალია, ვინ კაცია და მერე ვილაპარაკოთო – თურმე უთქვამს.
სდასდფსაფას
არიან კიდევ სხვა დაჯგუფებები, რომელთაც ჯგუფური ამბიციები ვერ გადაულახავთ და თავიანთი წილი გაურკვევლობა შეაქვთ ისედაც გაურკვევლობითა და გაუგებრობით აღსავსე ეროვნულ კრებაში. ის ძალაც, რომელიც ყოველგვარი დაჯგუფებების წინააღმდეგია (სოსო ჯაჭვლიანი და მისი მომხრეები). ეს ხალხი ამბობს, დავივიწყოთ ყველანაირი ძველი და ახალი წყენა, გავერთიანდეთ, ერთიანი ძალით ვეტაკოთ სააკაშვილს, მოვიშოროთ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთო. მოკლედ, დიდი დომხალია ეროვნულ კრებაში და კაცმა არ იცის, როდის და როგორ დალაგდება.
ახლა, ეროვნული კრების მისიაზე მოგახსენებთ. ცხადია, იმაზე არ ვილაპარაკებთ, როგორც ამ კრების მესვეურები აცხადებენ, მათი მისია ზენაციონალური, ზეპარტიულია და საერთო-სახალხოა, ქვეყნის გადარჩენის ექსკლუზიური უფლება, გაფარჩაკებული ოპო-ლიდერების მერე, ჩვენ გვაქვსო. რეალურ მისიაზე მოგახსენებთ. რუსეთისგან მართული პოლიტიკური ოპოზიცია გამოიყენებს სახალხო კრებას, ვინც არ ენდობა კობა დავითაშვილს, ის ნონა გაფრინდაშვილს ულაპარაკოდ ენდობა. სახალხო კრება ააგორებს საპროტესტო ტალღას, ხალხს ქუჩაში გამოიყვანენ, მთავარია დაიწყოს ხალხმრავალი და უწყვეტი თუ არა, პერმანენტული გამოსვლები. მერე კი, როცა ხალხის მხარდაჭერა გარანტირებული ექნებათ, ოპოზიციური პარტიები აიღებენ ესტაფეტას – სახალხო კრების ლიდერებს პოლიტიკოსები ჩაანაცვლებენ. შეიქმნება სურათი, რომ ხელისუფლებას ერთიანად დაუპირისპირდა ხალხიც და მთელი ოპოზიციური სპექტრიც.
სდასდფსაფას
თუ მიზანს მიაღწევენ, ანუ ხელისუფლებას ჩააჩოჩებენ, სახალხო კრებას პოლიტიკოსები, ცხადია, ჩააჩოჩებენ – დიდ მადლობას გადაუხდიან და ეტყვიან: ახლა შინ წადით, თქვენი მისია ამოწურულია. ხელისუფლებას რუსეთის, კერძოდ პუტინის რჩეული პოლიტიკოსები დააკომპლექტებენ. სახალხო კრების რამდენიმე ლიდერი ხელისუფლებაში აღმოჩნდება, რამდენიმე ინტელიგენტ ლიდერს სამეცნიერო თუ შემოქმედებით ასპარეზზე სათათბურე პირობებს შეუქმნიან, დანარჩენები კი თამაშგარე მდგომარეობაში, ანუ კვლავ ოპოზიციაში აღმოჩნდებიან. მოკლედ, ხელმოცარული და პოლიტიკურად განიარაღებული ოპოზიციის ლიდერები სახალხო კრებას არიან ამოფარებულნი და მისი მეშვეობით აპირებენ "ქვეყნის გადარჩენას" – რეალურად, საკუთარი პოლიტიკური და ფინანსური ამბიციების დაკმაყოფილებას, ძალაუფლების ხელში ჩაგდებას და ქვეყნის ბიუჯეტისა და ბიზნესის გაკონტროლებას.
სდასდფსაფას
სურათი არ შეიცვლება, თუ სახალხო კრებამ მშვიდობიანი გზით ვერ ჩამოიცილა ხელისუფლება, თუ არეულობა მოხდა და თოფი გავარდა, ხელისუფლების დამხობაში ლომის წილს სახალხო კრების სახელს ამოფარებული, სახელდახელოდ შექმნილი სამხედრო ფორმირებები დაიდებენ (აბა, ტყუილად ხომ არ ჰყავთ იქ აკია ბარბაქაძისნაირები? მათ სახელმწიფოს შეიარაღებული გზით გადატრიალების დიდი გამოცდილება აქვთ). სისხლიანი რევოლუციის შემდეგ, იარაღიანი ხალხი ასპარეზს პოლიტიკოსებს დაუთმობს. გადამტრიალებელნი თავიანთსას რაღაც ფორმით მიიღებენ (ზოგს თანამდებობა ერგება, ზოგს – ექსკლუზიური ბიზნესი), სახალხო კრების, ანუ ხალხის უდიდეს ნაწილს ისევ სააკაშვილის მიერ გაზრდილი 70-ლარიანი პენსიები და უსაზღვრო მოლოდინი შერჩება.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100