სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი მილიარდერი ხუმრობს - როგორც შეუძლია...

"მე მგონია, რომ ხელისუფლებამ კანონში შეტანილი ცვლილება პარლამენტარის ასაკის 21 წლამდე დაწევა, უტა ივანიშვილს მოარგო".

ამის შესახებ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მისი უფროსი ვაჟი უტა სექტემბერში 20 წლის ხდება.

"მინდა გითხრათ, რომ სექტემბერში უტა 20 წლის ხდება. მე იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება ერთ თვის ცვლილებასაც შეიტანს კანონში და ის ერთი თვე, რომელიც სექტემბერიდან ოქტომბრამდეა დარჩენილი, ერთ წლად ჩაეთვალოს უტა ივანიშვილს. ასეთი რამ აბსოლუტურად მისაღებია ჩვენი პრეზიდენტისათვის",-განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა.

შეკითხვაზე, თუ რატომ არ ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში ეკა ხვედელიძე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თუ საჭირო იქნება, აღნიშნულ პროცესებში ეკა ხვედელიძეც ჩაერთვება და უტა ივანიშვილიც.

"ჩემი მეუღლე იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაერთოს პოლიტიკურ ბრძოლაში, თუ მე ამის შესაძლებლობა არ მექნება, მაგრამ ამის შესაძლებლობები არსებობს და მე ვფიქრობ, რომ მომავალშიც იარსებებს. მე ხუმრობით გითხარით, თუ საჭირო იქნება აღნიშნულ პროცესებში ეკაც ჩაერთვება და უტაც",- განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100