სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნატოს მინისტერიალის ფარგლებში რასმუსენმა საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა

ცოტა ხნის წინ ბრიუსელში ნატოს გენერალური მდივნის პრესკონფერენცია დასრულდა. მან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა.

მისი თქმით, ნატო-რუსეთის საბჭოზე მოკავშირეებმა დასვეს საქართველოს საკითხი.

"ნატო აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ანტისარაკეტო სისტემა კვლავ დავის საგნად რჩება. ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსება არ ემუქრება რუსეთის ინტერესებს". - განაცხადა რასმუსენმა.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი გუშინ დაიწყო და ის ჩიკაგოს სამიტის წინ მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100