სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოჟაძე ნოღაიდელის სიძუნწის გამო ბურჯანაძის პარტიაში გარბის?

ცხელი ზაფხული მშვიდად გადავაგორეთ, არავის არავისთვის ხელ-ფეხი არ დაუმტვრევია, აი, აწი კი უნდა ველოდოთ პოლიტიკური ტემპერატურის აწევას. რატომ? შემოდგომაა და ყველას კარგად ახსოვს, შემოდგომაზე საპროტესტო აქციების აგორებას რომ აპირებდნენ და ზაფხულშივე რომ დააანონსეს აქციები რადიკალებმა. ერთი სიტყვით, დასვენებული ვაი-ოპოზიციონერები (ისე, ნეტავ რამ დაღალათ?) ახალი იდეებით და ძალებით შეუდგებიან საქმეს და მათ ისევ ჩვეულ ამპლუაში იხილავს საზოგადოება.
სდჯლკ
მწვავე განცხადებები, უაზრო სიტყვების რახარუხი, მუქარა ხელისუფლების მისამართით და ა.შ. კულუარებში უკვე საუბრობენ იმის შესახებ, რომ ზოგიერთი რადიკალური ოპოლიდერი დაფინანსების მოლოდინშია, ზოგი კვლავაც ისვენებს, ნაწილი კი უკვე დააფინანსეს პატრონებმა და სერიოზული საპროტესტო ტალღის აგორებას აპირებენ, ანუ რადიკალების გეგმები არ შეცვლილა, აი, მოვიდა შემოდგომა, ბატონებო, გიხაროდენ. გამოუვათ კი რამე? საეჭვოა...
სდჯლკ
კულუარებში ასევე საუბრობენ იმაზეც, რომ ოპოზიციურ სპექტრში სერიოზული ფუთფუთი და გადაჯგუფებების პროცესი მიდის. მალე ბევრი საინტერესო რამ მოხდება, ნავიდან ნავში გადასკუპებების და დიდი გადაჯგუფებების მომსწრენიც გავხდებით. ყველა თბილ ბუდეს ეძებს, აბა როგორ?! აი, ერთი წყალწაღებული და პოლიტიკურ გვამად წოდებული ოპოზიციონერი კი შავ დღეში ყოფილა. აბა, გამოიცანით ვინ? მართალი ხართ, რა თქმა უნდა, ყოფილი პრემიერი, კრემლის ფავორიტი, ნოღაიდელი.
სდჯლკ
მართალია, ზურიკოს მშვიდი ზაფხული ჰქონდა და მშვენივრადაც დაისვენა, თუმცა შემოდგომა როგორი ექნება, აი, ეგ არის საკითხავი, რატომ? ყველას კარგად ახსოვს, "დაღლილი ვირი" ზაფხულში დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაზე რომ საუბრობდა და ოქრუაშვილთან ერთად ოპოზიციას მათ ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდებდა. რომელ ოპოზიციურ გაერთიანებაზეა საუბარი, მაშინ როდესაც საკუთარი პარტია "სამართლიანი საქართველოსთის" ეშლება? დიახ, დიდი ოპოზიციური გაერთიანების რაღა გითხრათ, სარწმუნო წყაროს ცნობით, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" შესაძლებელია საერთოდაც დაიშალოს. ჩვენ ვწერდით კიდევაც, რომ დიდი ოპოზიციური გაერთიანების იდეას მზის შუქის ნახვა არ ეწერა. ასევე "დაღლილი ვირის" პოლიტიკიდან წასვლასაც არ გამორიცხავდა ჩვენი წყარო, და როგორც ჩანს, ამ თემის ირგვლივ საუბრები დღემდე არ წყდება. არადა, რა დიდი გეგმები ჰქონდა ზურიკოს. დაიშლება თუ არა მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ამას სულ მალე დავინახავთ, თუმცა ნოღაიდელის ორკაციანი პარტიიდან უკვე სხვის ნავში გადაჯდომა რომ დაიწყეს ზოგზოგიერთებმა, ეს ცხადია.
"დრონი.ჯი"-ს "რესპუბლიკელებთან" და "ახლებთან" დაახლოებულმა პირმა საინტერესო რამ გაუმხილა. წყაროს თქმით, ლადო ბოჟაძემ ნოღაიდელის პარტია დატოვა და ბურჯანაძესთან გადაბარგდა. ნოღაიდელის პარტიაში ყოფნას და განახევრებულ ხელფასს ბოჟაძემ ნინიკოსთან ყოფნა არჩია. ბურჯანაძის გარემოცვიდან გამოჟონა უკვე ინფორმაციამ, რომ ბოჟაძე "ფქვილის პრინცესას" პარტიაში სერიოზულ პოსტს დაიკავებს. მოკლედ, ბოჟაძემ არც აცია და არც აცხელა და განახევრებულ ხელფასს და "დაღლილი ვირის" სიძუნწის ატანას, ბურჯანაძესთან სერიოზული პოსტის დაკავება არჩიაო, გვარწმუნებს წყარო.
"დრონი.ჯი" ამ საკითხზე კომენტარისთვის ბოჟაძეს დაუკავშირდა.
სდჯლკ
– ჩვენი ინფორმაციით, თქვენ მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" დატოვეთ და ბურჯანაძესთან გადახვედით, ამაზე რას იტყვით?
სდჯლკ
– ეს სასაცილოა და მეტი არაფერი. არასწორი ინფორმაციაა და არ ვადასტურებ.
სდჯლკ
P.S. მართალია, თავად ბოჟაძე ამ ინფორმაციას "დრონი.ჯი"-სთან საუბრისას არ ადასტურებს, თუმცა პოლიტიკოსებს რომ ახასიათებთ მათთვის არასასურველი ინფორმაციების ჟურნალისტებთან უარყოფა, ეს სიახლეს არ წარმოადგენს და ბოჟაძე ამ მხრივ არც პირველი და არც უკანასკნელი იქნება. ისე, კვამლი უცეცხლოდ რომ არ ჩნდება, ესეც ფაქტია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100