სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსებს ანაკლიის ოკუპირების გეგმა ჩაუვარდათ...

ამა წლის ზაფხულის მიწურულს რუსებს ჩაფიქრებული ჰქონდათ დაეწყოთ ისეთი პროვოკაციის განხორციელება, რაც მათ საბაბს მისცემდა დაეპყროთ ანაკლიის მიდამო, მომავალში რომ საქართველოს სახელმწიფოს არ შესძლებოდა თავისუფალი ინდუსტრიული და ეკონომიკური ზონების შექმნა.

თუ რა გეგმა იყო - ამაზე ზოგადად გეტყვით - აგვისტო-სექტემბერში რუსებთან შეთანხმებით რამოდენიმე პოლიტიკურ ლიდერსა და ორიოდ მედია გამომცემლობას უნდა დაეწყო კამპანია სააკაშვილის მიერ ვითომდა ენგურის რუსებისათვის საჩუქრად გადაცემის თაობაზე. ამაში ხელს შეუწყობდა ის ფაქტიც, რომ რუსეთის ენერგოკომპანიასა და ქართულ მხარეს შორის არსებობს კომერციული შეთანხმება ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ერთობლივ მართვაზე.

ბიზნესში კომერციული გარიგებები არასოდეს წარმოადგენს უცხო მოვლენას და მითუმეტეს იმ დროს, როდესაც კერძო მწარმოებელი მხარეები ერიდებიან ეკონომიკური ურთიერთობის პოლიტიზირებას.

საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანიის დამგეგმავებს ენგურის დაცვა სულაც არ ადარდებთ - ეს ცხადია! მათ პირიქით სხვა რამ აინტერესებთ - მათ სურთ სააკაშვილის ჩანაფიქრმა არ ჰპოვოს რეალიზაცია ანაკლიისა და ფოთის მიდამოებში უდიდესი საერთაშორისო ეკონომიური პროექტის განხორციელების სახით.

კრემლის ემისარები იწყებენ იმის მტკიცებას, რომ სხვა ოპოზიციური დაჯგუფებისაგან ვითომდა ამ ჰესის რუსებისათვის საჩუქრად გადაცემაში "მხილებულმა" საქართველოს ხელისუფლებამ „სიმართლის დასაფარად“ ენგურჰესისათვის წყლის გადაკეტვა გადაწყვიტა".

სწორედ ამ ურთიერთშეთანხმებული ცილისმწამებლიური კამპანიების ფონზე ეს მოღალატეები რუსეთს აძლევენ მოგონილ საბაბს ენგურის მდინარის კალაპოტისა და ასევე მისი მიმდებარე ტერიტორიის ე.წ. "დაცვისათვის."

ამ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციებით მოსკოვს სურს დაიკავოს ენგურის გადმოღმა ტერიტორიები ისე, რომ ფოთში, ანუ შიგნით ქალაქში და სხვა მსხვილ დასახლებულ პუნქტებში არ შემოვიდეს, ვითომდა "მშვიდობისმყოფელი" ბუნების დემონსტრირებისათვის.

მთავარი რუსული მიზანი კი ფოთის ჩრდილოაღმოსავლეთითა და ჩრდილოდასავლეთით ენგურის შესართავის დიდი ხნით ოკუპირებაა. ამ პროვოკაციაში რუსები აპირებდნენ საქართველოში წინა არჩევნებსა და სხვა პოლიტიკურ ბატალიებში არც თუ ისე აქტიური პოლიტიკური კოალიციის ჩართვას პრორუსულად განწყობილი ორიოდე პოლიტიკური ლიდერის სინქრონული(!) ქმედების ფონზე.

თუმცა, კრემლის მიერ გათვლილ-დაფინანსებული პროვოკაცია მოსკოვის გარშემო მოვლენილმა ხანძარმა და სხვა რამდენიმე გარემოებამ (ამაზე მერე) გარკვეული ვადით გადადო!!!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100