სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰილარი კლინტონი საქართველოში ჩამოვა: ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზი ნატოს ჩიკაგოს სამიტია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვა, - ამის შესახებ თბილისში ორდღიანი ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ერიკ რუბინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ვიზიტის ზუსტი თარიღი მხარეთა ურთიერთშეთანხმების შემდეგ გახდება ცნობილი.

ერიკ რუბინის განცხადებით, ვიზიტის განმავლობაში სახელმწიფო მდივანი ოფიციალურ პირებს შეხვდება. საუბარი შეეხება სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს, ასევე იმ მოვლენებს, რომელიც საქართველოს მომავალ წელს ელოდება, მათ შორის ნატოს ჩიკაგოს სამიტსა და საპარლამენტო არჩევნებს.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ერიკ რუბინი პირისპირ შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ბაქრაძემ განაცხადა:

„სამწუხაროდ, არ მაქვს უფლება, შეხვედრის დეტალებზე გესაუბროთ, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ 2012 წელი განსაკუთრებული იქნება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაში“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100