სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსი ოლიგარქი მიხეილ პროხოროვი პრეზიდენტობას აპირებს

რუსი ოლიგარქი მიხეილ პროხოროვი ქვეყნის პრეზიდენტობას აპირებს, მაგრამ რუსი პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები და ექსპერტები არჩევნებში მისი გამარჯვების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი.

ამავე დროს, რუსეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრემიერი მიესალმება ნებისმიერი რუსეთის მოქალაქის სურვილს, გახდეს ქვეყნის პირველი პირი, ვისაც ამის უფლება კონსტიტუციის მიხედვით აქვს.

პესკოვის განმარტებით, უახლოეს პერიოდში პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ოლიგარქთან არ იგეგმება. „არც კი ვიცი, საიდან გაჩნდა ხმები მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ“, - აცხადებს პესკოვი.

მიხეილ პროხოროვის გამარჯვებისადმი სკეპტიკურად არიან განწყობილი რუსი პოლიტიკოსებიც, თუმცა, მიესალმებიან მის სურვილს და იმას, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იქნებიან. „არა მგონია, პროხოროვმა გამარჯვება მოახერხოს. ბიზნესი პოლიტიკა არ არის და პირიქით. ვფიქრობ, ეს მას იმისთვის სჭირდება, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოს, როგორც პოლიტიკური ფიგურა“, - აცხადებს ვლადიმირ ჟირინოვსკი. ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ბოსი იმასაც ამატებს, რომ 4 მარტს ჩატარებულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ პროხოროვს ქვეყნის დატოვება მოუწევს.

„ედინაია როსიაში“ მიხეილ პროხოროვს პრემიერ-მინისტრის სერიოზულ კონკურენტად არ აღიქვამენ. „მას ხმა უნდა მისცეს, მინიმუმ, 2-3 მილიონმა ადამიანმა. მეტყვით, ვინ იქნება ეს 2 მილიონი? პროხოროვი ამბობს, რომ - საშუალო ფენა. ამ ფენიდან, ვინც გაქცევა შესძლო ქვეყნიდან, უკვე გაქცეულია, დარჩენილები კი ოპოზიციას მისცემენ ხმას“, - აცხადებენ „ედინოროსები“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100