სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კონსტანტინე ბოროვოი: „ვოვა, აზრზე მოდი, შენი გვამი არ გვჭირდება...“

„ვოვა, აზრზე მოდი!“ - ამ შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა დაახლოებით დილის 4 საათზე „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე ცნობილმა რუსმა პოლიტიკოსმა კონსტანტინე ბოროვოიმ. სტატუსში, რომელიც უკვე იქცა ჰიტად არამარტო რუსულ ინტერნეტსივრცეში, კერძოდ, ნათქვამია:

„დღეს პუტინმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა დემონსტრანტების წინააღმდეგ არმია გამოიყენა. ამის თვალსაჩინო გაგრძელება წინააღმდეგობის გაძლიერება იქნება. ახლა, მილიციის განყოფილებებში წინააღმდეგობის არმია იძერწება. შემდეგი მიტინგი 20-50.000 მონაწილეს შეკრებს. სავარაუდოდ, დემონსტრანტებთან ბრძოლა სიკვდილიანობის შემთხვევებამდე მიგვიყვანს. ამის შემდეგ უკვე მიტინგზე 300-500.000 კაცი შეიკრიბება და ხალხის ნაწილს იარაღიც აღმოაჩნდება. დღესდღეობით, ჯერ კიდევ არის დარჩენილი მოვლენების მშვიდობიანად განვითარების შანსი: გაუქმდეს არჩევნების შედეგები, პარტიებს მიეცეს თავისუფალი რეგისტრაციის საშუალება , მედია გათავისუფლდეს წნეხისგან და დაინიშნოს ახალი არჩევნები. თუნდაც მხოლოდ ერთი დემონსტრანტის სიკვდილის შემდეგ ასეთი სცენარი წარმოუდგენელი იქნება. ამის შემდეგ პუტინისთვის ერთადერთ დადებით სცენარად საერთაშორისო ტრიბუნალი რჩება. კადაფის სინდრომი: ოღონდ არ მომკლათ. მოგკლავენ. ვოვა, აზრზე მოდი, ჩვენ შენი გვამი არ გვჭირდება“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100