სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მიუნხენელი ბიჭები“...

ზურაბ ნოღაიდელი ადგილობრივ არჩევნებში დამანგრეველი მარცხის შემდეგ ისევ არ ისვენებს. ამჯერად მიუნხენშია ლევან გაჩეჩილაძესთან და ეროსი კიწმარიშვილთან ერთად და ირაკლი ოქრუაშვილს ხვდება. ამჯერად შეხვედრას ნინო ბურჯანაძე გამოაკლდა მისი ქმრის ბადრი ბიწაძის ავადმყოფობის გამო.
არჩევნებმა რომ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, ამ ოთხეულმა ეს ვერ გადაიტანა, ამიტომ ახალ გზებს ეძებს პოლიტიკური ვითარების გასამწვავებლად. რას მიაღწევენ ამ კონსულტაციებით, ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობა ასეთი ტიპის შეხვედრებს მხოლოდ ირონიით ხვდება.
მაგალითად, გოკა გაბაშვილმა ჯერ არც კი მოინდომა ამ საკითხზე კომენტარი, ხოლო შემდეგ განაცხადა, რომ არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა, რევოლუცია არ მოხდა, ხოლო ის ოთხეული, რომელიც რევოლუციურ განწყობებს არ მალავს, ყოველ დღე უყურებს, რა ხდება ყირგიზეთში. მათ სურთ, რომ ეს სცენარი საქართველოშიც განმეორდეს.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100