სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეიბორისტთა „შალიკო-2“ უკმაყოფილოა, ანუ განრისხებული გუგავა

ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი გუგავამ თბილისის მერის არჩევნებში მონაწილე ყველა ოპოზიციური პარტია გააკრიტიკა და ისინი ხელისუფლებასთან ალიანსში დაადანაშაულა.

გუგავას თქმით, არჩევნებში მონაწილე ყველა ოპოზიციური პარტია ხელისუფლების თამაშს თამაშობდა და ხელისუფლების ლეგიტიმიზაციას ემსახურებოდა.

„ცესკოს შედეგები არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ გააპროტესტა. მეტიც, ოპოზიციონერები საკრებულოში ადგილების გადანაწილებით და ხელისუფლების მილოცვებით არიან დაკავებული. ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც შედეგებს განსხვავებული პოზიციით შეხვდა, იყო ლეიბორისტული პარტია“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100