სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველო–რუსეთის ომის თემა ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე

პრესკონფერენციაზე საკმაოდ ნათლად გამოჩნდა ამ ოლიგარქის პოლიტიკური გამოუცდელობა და საქართველოს სახელმწიფოსადმი ცინიკური დამოკიდებულება. როდესაც რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებზე საუბრობდა , ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ რუსეთის ინტერესებზე ამახვილებდა ყურადღებას და ამ ინტერესებიდან გამომდინარე ფიქრობდა, რუსეთთან ურთიერთობების გაუმოჯობესებაზე საკუთარი შეხედულებები გაეცნო საზოგადოებისათვის. რუსეთს ნამდვილად უნდა საქართველოში მხოლოდ რუსული ინტერესების მიხედვით აწარმოოს ურთიერთობების "დალაგება".

საშინელება იყო ტრიპოლსკის მიერ წარმართული ამ ბრიფინგისმაგვარი ბალაგანის ჩატარების ხარისხი. ტრიპოლსკის თავისუფლად შეეძლო ივანიშვილისათვის მიეცა უფლება, ესაუბრა საკმაოდ კარგად ცნობილ, რუსეთის მსხვილი სამრეწველო ობიექტების იმ არაკანონიერ პრივატიზაციებზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ეწინააღმდეგებოდა . ამასთან, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გამჟღავნებული შეხედულება პუტინის მიერ მარტო ხოდორკოვსკის შერჩევითი დასჯის დაუშვებლობის შესახებ საკმაოდ ლოგიკურად იყო ახსნილი.

ვერც ტრიპოლსკიმ და ვერც მისმა ხელახალმა ბოსმა ივანიშვილმა ვერ ახსნეს ის, თუ რატომ გაათავისუფლა ბიძინამ მე-9 არხის მმართველის პოსტიდან ტრიპოლსკი. „არ მახსოვს“ – ასე უპასუხა ამ შეკითხვას თავდაპირველად ოლიგარქმა.

მაგრამ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რაც შემდგომში გამოთქმულ მოსაზრებებში ივანიშვილმა გამოავლინა :

ბიძინა ივანიშვილმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ უცნაური პოზიცია გამოავლინა - ცხინვალისა და რუსული უკანონო სამხედრო შენაერთებიდან ჰაუბიცებითა და სხვა სახის საარტილერიო საშუალებებით მრავალდღიან დაბომბვებს - „რაღაც დაუდგენელი შენაერთების“ მხრიდან ქართული სოფლების დაბომბვები უწოდა, ხოლო სეპარატისტების უკანონო ფორმირებების მიერ ლიახვის ხეობის ქართული მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვებზე საქართველოს მხრიდან პასუხის გაცემას – საქართველოს მიერ ომის დაწყების ინტერპრეტაცია მისცა.

ბიძინა ივანიშვილს უნდა შევახსენოთ, რომ -

ომი მხოლოდ სახელმწიფოებს შორის შეიძლება მოხდეს, თუ ის არ არის სამოქალაქო ომი.

შეუძლებელია, საკუთარ ტერიტორიაზე საქართველოს დაეწყო ო მ ი !!!

საომარი მოქმედებები ცხინვალელი სეპარატისტებისა და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც ომის დაწყება – იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საომარი მოქმედებები მიმართული იყო საკუთარი ტერიტორიის მაცხოვრებლების ნაწილის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო და ტერორისტული ქმედებების აღსაკვეთად. ცხინვალელი სეპარატისტები არც მაშინ იყვნენ და არც ახლა არიან რომელიმე დამოუკიდებელი ქვეყნის სამხედრო რეგულარული შენაერთების წევრები.

საკუთარ ტერიტორიაზე, არტილერიით შეიარაღებული სეპარატისტი ტერორისტების წინააღმდეგ მიმართული საბრძოლო მოქმედებები "საქართველოს მხრიდან ომის დაწყებად" ივანიშვილმა ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნით დამოწმებით მონათლა. ტალიავინისა თუ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნებში არსადაა ნათქვამი "საქართველოს მიერ ომის დაწყების შესახებ" – ბიძინა ივანიშვილი აქ, უბრალოდ, ტყუის.

რატომ აყენებს საკუთარ თავს ეს კაცი ასეთ შეურაცხყოფას? რატომ სურს ივანიშვილს ამგვარი უზნეო და მეტად უაზრო სიცრუით საქართველოს სახელმწიფობრიობის დასუსტება? – აი, კითხვები, რომლებზეც პასუხი საინტერესოა.

საკუთარ ტერიტორიაზე უკანონო ბანდფორმირებების წინააღმდეგ მიმართული საბრძოლო მოქმედებები არასოდეს შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოს მიერ ომის დაწყებად – ეს მარტივი ჭეშმარიტებაა და სულაც არაა აუცილებელი, პოლიტიკოსობაზე გქონდეს პრეტენზია, რათა ეს იცოდე...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100