სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზვიად ძიძიგური: „ზურაბ ნოღაიდელი არის არაკაცი“

დრონი.ჯი“-მ ზურაბ ნოღაიდელის შესახებ პრესაში გაბნეული „მარგალიტები~ აკინძა. აღმოჩნდა, რომ ზვიად ძიძიგური, კახა კუკავა, სხვანი და სხვანი, რომლებიც ახლა „დაღლილი ვირის“ ლამის ყურმოჭრილი მონები არიან, ადრე უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდნენ...
გიორგი გუგავა: შალვა ნათელაშვილი მართლა ჩემპიონია პოლიტიკოსთათვის მეტსახელების შერქმევაში. აი, „დაღლილი ვირი“ ზედგამოჭრილია ზურაბ ნოღაიდელისთვის, კონკურსი რომ ჩაატაროთ, ნოღაიდელს უკეთეს სახელს ვერავინ შეარქმევდა. მე დავამატებ, რომ ეს ვირი მალე ყროყინსაც დაიწყებს.
ნოდარ ჯავახიშვილი: ნოღაიდელმა მთელი საფინანსო სისტემა ყირაზე დააყენა. ასეთ ხალხს, ნორმალურ ქვეყანაში, უეჭველად, პასუხს აგებინებენ. ნოღაიდელს კი ორდენებს აძლევენ.
კახა შარტავა: ზურაბ ნოღაიდელმა უნდა დაიმსახუროს ოპოზიციონერის სახელი. ეგრე არ არის, შეჭამო მილიონები, ძარცვო ბიუჯეტი, 7 ნოემბერს ხალხს საგანგებო მდგომარეობა გამოუცხადო, ათასი უბედურება დაატრიალო კიდევ... მერე გამოაპანღურეს მთავრობიდან და ახლა ოპოზიციონერი გახდა? წავიდეს თავისი ფეხით, ჩაჯდეს რამდენიმე წელი ციხეში და მერე ვილაპარაკოთ მაგის ოპოზიციონერობაზე. მაგარამ მაგას იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, ეგ თუ ციხეში მოხვდა, იქიდან აღარავინ გამოუშვებს სიცოცხლის ბოლომდე.
ბაჩუკი ქარდავა: როდის აქეთ გახდა ნოღაიდელი ასეთი მაგარი, ხელ-ფეხის მომტვრევით რომ იმუქრება. თუ რამის თავი ჰქონდა, ორჯერ იყო მინისტრი და ერთხელ პრემიერი და გაეკეთებინა რამე სახეირო. ნოღაიდელი არის პრორუსული ძალა, რუსეთი სწორედ მისნაირ პოლიტიკოსებს ეყრდნობა საქართველოში.
სოზარ სუბარი: ჩემი კომპეტენცია არ მაძლევს საშუალებას, თორემ ზურაბ ნოღაიდელი რომ კრიმინალია, ამას რაღა თქმა უნდა? შესაბამისი ორგანოები თუ დროულად გამოარკვევენ, საიდან დააგროვა მილიონები, კარგი იქნება.
ვალერი კვარაცხელია: ზურაბ ნოღაიდელი არის ბანდიტი, უთოფო ყაჩაღი, რომელიც ყოველდღე მდიდრდება ხალხის ხარჯზე.
გოჩა ფიფია: ნოღაიდელი უნდა იჯდეს ციხეში და ის მილიონები თუ ათეულობით მილიონი, რომელიც მოიპარა ბიუჯეტიდან, უკან უნდა მიატანინონ.
ირინა სარიშვილი: რა ხდება, დაკაცდა უკვე ზურაბ ნოღაიდელი? ისე, ცოტა გვიანი ხომ არ არის მისი ასაკის კაცისთვის? რას იმუქრება, ვის ემუქრება? რა ჰგონია, რაც იპარა, რაც დააშავა ის შერჩა, აპატიეს და ახლა ოპოზიციონერობა დაიწყო? საბედნიეროდ, ნოღაიდელს რომ ჰგონია, ქართველი ხალხი ისეთი გულმავიწყი ნამდვილად არ არის. ყველას კარგად ახსოვს, რა უბედურებებს ატრიალებდა ნოღაიდელი ქვეყანაში და ყელამდე ლაფში რომაა ამოსვრილი.
ელიზბარ ჯაველიძე: ნოღაიდელს პრემიერ-მინისტრად კი არა, კოლმეურნეობის თავმჯდომარედ არ დანიშნავდნენ კომუნისტები. ჰა-ჰა, მენახირედ შეიძლება გამომდგარიყო იმ დროს, ან ფერმის დარაჯად.
ირაკლი წერეთელი: ნოღაიდელის დამტვრეულ-მომტვრეული არ გაიშვა... მაგას რისი თავი აქვს, რომ იმუქრება? რუსული ტანკი და ჯარი ეგულება და იმიტომ არის დიდ გულზე, თორემ ნოღაიდელი და ვაჟკაცობა, ეს იგივეა, როგორც ცა და დედამიწა. ერთი გემრიელად რომ დაუბღვირო, უკანმოუხედავად გაიქცევა მოსკოვში.
თინა ხიდაშელი: ნოღაიდელმა გადააბიჯა იმ ბიჭების ხსოვნას, ცხინვალში რომ დაეცნენ 2008 წელს, მეტიც, შეურაცხყო მათი ხსოვნა და მათ მკვლელს, პუტინს დაუჯდა „მოსალაპარაკებლად“.
რამაზ კლიმიაშვილი: ბურჯანაძე პუტინმა მიიღო საპრეზიდენტო პროტოკოლის სრული დაცვით, ნოღაიდელი კი ისე, ვიღაცამ ვითომ კრემლში შეიარა. იძახის, საქმეზე ვილაპარაკეთო. 10-წუთიანი შეხვედრა იყო, აქედან 2-3 წუთი ჟურნალისტებს დაუთმეს და რაც დარჩა, იმ დროში, მაინტერესებს რა საქმეები `მოაგვარა~ ნოღაიდელმა პუტინთან? ეს იყო ბლეფი, მეტი არაფერი.
თემურ შაშიაშვილი: ნოღაიდელს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის ცოდვა არ მოასვენებს, რაც ჭიათურაში ჩაიდინა. ის და რუსი გათახსირებული გენერალოვი მილიონებს იჯიბავენ და ხალხს კაპიკებად ამუშავებენ მაღაროებში, თან არც აძლევენ იმ ფულს. მის წინააღმდეგ თრეფიკინგის მუხლითაც უნდა აღიძრას საქმე, რადგან რაც ჭიათურაში ხდება, ეს თრეფიკინგია, მეტი არაფერი.
გია ხუხაშვილი: ნოღაიდელმა და გარკვეულმა ჯგუფმა ახლა ჭიათურმანგანუმი ჩაიგდო ხელში და იქ ხალხს ამუშავებენ მუქთად. მალე, ალბათ, მონათმფლობელობას დაამყარებენ.
გუბაზ სანიკიძე: ზურაბ ნოღაიდელს არ გააჩნია სინდისი, მას შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს. სინდისს ფულით ვერ იყიდის და ვერც შუბლის ძარღვს გაიმრთელებ ოპოზიციონერის დროშის ფრიალით. ამდენად, გაუგებარია ჩემთვის, რა უნდა ამ კაცს, რატომ იბრალებს ოპოზიციონერობას?
ზვიად ძიძიგური: ნოღაიდელი ამ ხელისუფლების სირცხვილია. ზურაბ ნოღაიდელი არის არაკაცი. მისთვის სულ ერთია, საიდან მოიპარავს, მთავარია მოიპაროს. მას შეუძლია, სრულიად უმწეო ადამიანს ბოლო ლუკმა პირიდან გამოღლიტოს და თვითონ შეჭამოს.
კახა კუკავა: ზურაბ ნოღაიდელი ვერა და ვერ გაძღა. ნოღაიდელი კლასიკური მაფიოზია, რომელსაც, ვიდრე დაიჭერენ, ჰგონია, რომ ეს ქვეყანა მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის არსებობს და ბაბუამისმა დაუტოვა ეს ბიზნესწილები. მაგრამ, მერწმუნეთ, მაგასაც მალე დაიჭერენ. როცა ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, ნოღაიდელი იქნება ერთი პირველთაგანი, რომელსაც ციხეში მივაბრძანებ.
ბეჟან გუნავა: ნოღაიდელმა უკვე იმდენი მოიპარა, მარტო იმ თანხების მოძიებას და უკან დაბრუნებას ერთი წელიწადი დასჭირდება, თუმცა ეს დროც მალე მოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100