სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თურქული მედიის ცნობით, ჩეჩნების ქილერი ФСБ-ს აგენტი და კადიროვის თანაშემწეა

დღეს თურქულმა მედიამ სტამბულში 16 სექტემბერს მომხდარი, გახმაურებული სამმაგი მკვლელობის შესახებ ახალი, სკანდალური დეტალები გამოაქვეყნა.

ახალი მონაცემები ფოტოებითა და ვიდეომასალითაა გამყარებული, რომელთა საფუძველზე თურქი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ქილერების ჯგუფი ФСБ-ს აგენტებისგან შედგებოდა. ჯგუფში, მინიმუმ, ერთი ქალი იყო.

ასე რომ, თურქეთის ხელისუფლებაც და მედიაც ერთხმად ამტკიცებს, რომ მკვლელები – ФСБ-ს აგენტები არიან. უფრო მეტიც – თურქეთის სპეცსამსახურების კორექტირებული ვერსიის თანახმად, რომელიც მედიაში გავრცელდა, ჩეჩნებს სტამბულში ორმა ქილერმა ესროლა. სროლა მანქანიდან მაშინ დაიწყეს, როცა ჩეჩნები თავიანთ ავტომანქანას მიუახლოვდნენ. პირველი ცეცხლის შემდეგ თავდამსხმელთა მანქანიდან ქილერი გადმოვიდა, ჩეჩნების ავტომანქანასთან მივიდა და თავდასხმის ობიქტებს თავში საკონტროლო ტყვიები დაახალა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ქილერი, ვინც საკონტროლო ტყვიები გაისროლა, ეთნიკური ჩეჩენი, ზაიაუდდინ მახაევი იყო. გამოძიების განახლებული ვერსიის მიხედვით, მკვლელობათა უშუალო ორგანიზატორი და ქილერთა ჯგუფის ხელმძღვანელი რუსი აგენტი ნადიმ აიუპოვი იყო. მის თანაშემწედ ალექსანდრე ჟარკოვი ითვლებოდა.

სულ თავდასხმაში ФСБ-ს 8 აგენტი მონაწილეობდა, რომლებიც 3 ჯგუფად იყოფოდნენ. მათ შორის ერთი ქალი იყო, რომელიც ზაიაუდდინ მ.–ს ცოლის როლს ასრულებდა – მარია მ.

ამავე დროს, თურქულ სპეცსამსახურებზე დაყრდნობით მედია იუწყება, რომ ქილერი ზაიუდდინ მახაევი, რომელსაც ოფიციალურად „ახმედ კადიროვის სახელობის მეჩეთის მშენებლობის კოორდინატორის“ თანამდებობა ეკავა, რამზან კადიროვის მარჯვენა ხელი და თანაშემწეა. თურქულმა მედიამ ზაიუდდინ მახაევის „ფეისბუქის“ პროფილის ბმულიც კი მიუთითა და, რაც მთავარია, გამოაქვეყნა ვიდეოც , სადაც ის რამზან კადიროვთან ერთადაა აღბეჭდილი...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100