სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან ვასაძე ლექსების წერას თავს ანებებს და პრეზიდენტობაზე ოცნებობს

მოსკოველმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ Village Voice-ს ჟურნალისტთან საუბარში საქართველოს პრეზიდენტობის სურვილი ოფიციალურად დაადასტურა. ამის შესახებ newsline.ge იტყობინება. აქამდე ლევან ვასაძე პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატად მხოლოდ სოციალურ ქსელებში „გაელვებული“ ნატვრებით აღიქმებოდა, თუმცა თვითონ კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი ოფიციალურად არ ადასტურებდა პრეზიდენტობის ამბიციას.

ამასთან, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო მარათონში მისი ჩაბმა იმან გამოიწვია, რომ როგორც ქართველი, გულხელდაკრეფილი ვერ უყურებს, „როგორ იღუპება ქვეყანა“. Village Voice-სთან საუბარში რუსეთის მოქალაქე ქართველი ბიზნესმენი ამბობს:

„მე აქამდე არ მქონდა გადაწყვეტილება მიღებული მივიღებდი თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში 2013 წელს, თუმცა, რომ ვუყურებ ჩემს დაკნინებულ ქვეყანას სხვა გამოსავალი არ მრჩება, უნდა ჩავუდგე ჩემს მართმლადიდებელ ერს სათავეში და მოვაშორო ეს წურბელები აქაურობას“.

ინტერვიუში ლევან ვასაძე ცდილობს, რაც შეიძლება მუქ ფერებში დაანონსოს, რა მძიმე და ეკლიანი გზა ელის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებამდე და თავს მარტინ ლუთერ კინგსაც კი ადარებს:

„არ არის გამორიცხული, რომ მე გადამიარონ და აღმგავონ პირისაგან მიწისა, როგორც ეს მართინ ლუთერ კინგს გაუკეთეს, თუმცა დღეს რომ ნიუ-იორკში შავკანიანი და თეთრკანიანი ერთი ავტობუსით მგზავრობს, ეს მისი დამსახურებაა, ასე რომ, ოღონდ რამე გვეშველოს და ეშმაკსაც წაუღივარ - დღეს ჩვენ ყველანი ზანგები ვართ...“ - თქვა ლევან ვასაძემ.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაახლოებით წლინახევრის წინ ლევან ვასაძის (რომელიც თავისუფალ დროს ლექსებსაც წერს) მიერ წაკითხული ლექსის „ბედნიერებამ მითხრა, ნუ მეძებ“ ვიდეოვერსია გაჩნდა. მისი საახლობლო წრის მიერ თეთრ ჩოხაში გამოწყობილი ავტორი ფართოდ დაანონსდა არა როგორც პოეტი, არამედ როგორც „საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებული პატრიოტი ბიზნესმენი, რომელსაც შეუძლია ქვეყნის გადარჩენა“. სასწრაფოდ შეიქმნა მისი ფან-გვერდი, სადაც იუზერთა ნაწილი, ლამის მუხლმოდრეკილი სთხოვდა ვასაძეს, პოლიტიკაში მოსულიყო და საქართველოს პრეზიდენტობაზე განეცხადებინა პრეტენზია. როგორც ჩანს, ამ წინასწარ დაგეგმილმა, მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო: საქართველოს პრეზიდენტობა, ალექსანდრე ებრალიძის შემდეგ, კრემლთან დაახლოებულ და რუსეთში გამდიდრებულ, რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთ მოქალაქე-ბიზნესმენს მოუნდა.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100