სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიოს გავლენიან ქალთა ტოპ-ოცეული "ფორბსის" მიხედვით

ჟურნალი Forbes-ი წლის ყველაზე გავლენიანი ქალების სიას აქვეყნებს. თუ გასულ წელს პირველ ათეულში ოთხი შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი შევიდა (ორი ტელეწამყვანი: ოპრა უინფრი,ელენ დიჯერენსი და ორი მომღერალი ლედი გაგა, ბიონსე), 2011 წლის ტოპ-ათეული მხოლოდ პოლიტიკოსებისა და ტოპ-მენეჯერებისაგან შედგება.

პირველ ადგილს 2010 წლამდე, ოთხი წლის განმავლობაში, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იკავებდა. შემდეგ ადგილი აშშ პირველ ლედის, მიშელ ობამას, დაუთმო. ამჯერად ამერიკის პრეზიდენტის მეუღლემ მხოლოდ მერვე დგილის დაკავება შეძლო. ხოლო მერკელმა პირველი პოზიცია დაიბრუნა.

მეორე ადგილი წილად ხვდა ჰილარი კლინტონს - ამერიკის შეერტებული შტატების სახელმწიფო მდივანს. მეუღლისაგან განსხვავებით, ჰილარი აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევა, იცავს ამერიკის ინტერესებს საერთაშორისო ბაზარზე. ვრცელდება ჭორები, რომ სახელმწიფო მდივნის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ იგი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის სავარძელს დაიკავებს.

სამეულს ხურავს ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი. პრეზიდენტობამდე რუსეფს გრძელი გზის გავლა მოუხდა: საიდუმლო რევოლუციურ ორგანიზაციაში მონაწილეობდა, რის გამოც დააკავეს, იყო ენერგეტიკის მინისტრი, ხოლო შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

შემდეგი ტოპ-ასეულში PepsiCo-ს ხელმძღვანელი ინდრა ნუია. კომპანიას, რომელსაც ინდირა მართავს წლიური შემსოავალი 60 მილიარდი დოლარი აქვს. PepsiCo უმსხვილესი კომპანიაა აშშ-ში, რომელიც კვების პროდუქტებსა და სასმელს აწარმოებს. მსოფლიო მასშტაბით კომპანიას 300 ათასი თანამშრომელი ჰყავს.

მეხუთე ადგილი დაიკავა Facebook-ის ოპერაციულმა დირექტორმა შერილ სანდბერგმა. რომელსაც კომპანიის რიგით მეორე მმართველსაც უწოდებენ. 2008 წელს, მას სემდეგ რაც ის კომპანიაში Google-დან მივიდა, Facebook-ის მომხმარებელთა რიცხვი 70 მილიონიდან 750 მილიონამდე გაიზარდა, ეს კი პლანეტის მოსახლეობის 11% შეადგენს. ექპერტების შეფასებით მისი ქონება 100 მილიონ დოლარს უდრის.

მსოფლიოს გავლენიანი ქალების ტოპ-ოცეული:

1. ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი.

2. ჰილარი კლინტონი, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი.

3. დილმა რუსეფი, ბრაზილიის პრეზიდენტი.

4. ინდრა ნუი, PepsiCo-ს ხელმძღვანელი.

5. შერილ სანდბერგი, Facebook-ის ტოპ-მენეჯერი.

6. მელინდა გეიტსი, ბილ გეიტსისა და მელინდა გეიტსის ფონდის მფლობელი.

7. სონია განდი, ინდოეთის მმართველი კონგრესის პარტიის ლიდერი.

8. მიშელ ობამა, აშშ-ს პირველი ლედი.

9. კრისტინ ლაგარდი, საერთაშორისო ფონდის ხელმღვანელი.

10. ირენ როზენფელდი, Kraft Foods-ის აღმასრულებელი რედაქტორი.

11. ლედი გაგა, მომღერალი.

12. ჯილ აბრამსონი, New York Times-ის აღმასრულებელი მდივანი.

13. კეტლინ სებელიუსი, აშშ-ს ჯანდაცვის მინისტრი.

14. ოპრა უინფრი, ტელეწამყვანი.

15. ჯანეტ ნაპოლიტანო, აშშ-ს შინაგან საქმეთა მინისტრი.

16. სუზან ვოიკიკი, Google-ის სარეკლამო განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი.

17. კრისტინა ფერნანდესი, არგენტინის პრეზიდენტი.

18. ბიონსე ჰოულსი, მომღერალი.

19. ჯორჯინა რაინჰარტი, ავსტრალიის უმდიდრესი ადამიანი.

20. შერ ვონგი, კომპანია HTC-ის თანადამფუძნებელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100