პუტინის თქმით, აშშ–პარაზიტია

ამერიკული ტელევიზიის Fox Business–ის ერთ–ერთ გადაცემა Follow The Money რუსეთის პრემიერ–მინისტრს მიეძღვნა. გადაცემაში ნაჩვენები იყო სიუჟეტი, სადაც პუტინი კრემლისადმი ერთგული ახალგაზრდობის ფორუმ „Селигер-2011“–ზე სიტყვით გამოვიდა. ახალგაზრდებთან საუბარში, რუსეთის პრემიერმა ამერიკის ეკონომიკაზე ისაუბრა და აშშ–ს პარაზიტი უწოდა.

,,აშშ–ს ეკონომიკა არსებობს არა საკუთარი ძალებითა და საშუალებებით, არამედ სხვა ქვეყნების ხარჯზე. ისინი საკუთარ ეკონომიკურ პრობლემს სხვა ქვეყნების ეკონომიკის დახმარებით აგვარებენ. ამერიკა თავისი მონოპოლიური დოლარის დახმარებით, მსოფლიო ეკონომიკის პარაზიტია.“– განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ახალგაზრდულ ფორუმზე.

გადაცემა Follow The Money–ს ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ ,,პუტინს უნდა უხაროდეს, რომ რუსეთში, ისევე როგორც აშშ–ში, კაპიტალიზმია და სწორედ კაპიტალიზმის წყალობით გახდა რუსეთის პრემიერ–მინისტრი მილიარდერი.“

გადაცემაში საუბარი იყო ასევე რუსულ რუბზლე და მის დოლართან გათანაბრებაზე.

როგორც პუტინმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, აუცილებელია მსოფლიო ბაზარზე ახალი ვალუტის გამოჩენა, რომელიც ,,მონოპოლისტ დოლარს კონკურენციას გაუწევს.“

,,მსოფლიოში უნდა გაჩნდეს ახალი ვალუტები. რუსული რუბლი გახდება რეგიონალური ვალუტა და ეს არ არის ლიტონი სიტყვები, ეს რეალურია,“– განაცხადა რუსეთის პრემიერმა.

წამყვანმა გადაცემის ბოლის იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის პრემიერის ამ არაკორექტულ განცხადებას, აშშ–ს ხელისუფლების მმართველი წრეები საპასუხო განცხადებას გაავრცელებენ და პუტინს ,,ჭკუას ასწავლიან.“

კომენტარი