სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადას, ვერავინ ვერ შეეხება - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტის უფლებამოსილებებს და მისი უფლებამოსილების ვადას, ვერავინ ვერ შეეხება, ვიდრე კონსტიტუციით დადგენილი ვადა არ დასრულდება.

ირაკლი კობახიძე ვადაზე ადრე პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტას გამორიცხავს.

"ჩვენ წინასწარ მიღებული არცერთი გადაწყვეტილება არა გვაქვს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ყველაფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ფართო განხილვების საფუძველზე, ფართო კონსულტაციების და ფართო კონსესუსის საფუძველზე, რაც შეეხება ასეთ თემას, ეს არის ნამდვილად სპეკულაციები, არ ვიცი რომელი იურისტები საუბრობენ ამაზე.

რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებებს და მისი უფლებამოსილების ვადას, ამას ვერავინ ვერ შეეხება იქამდე, ვიდრე პრეზიდენტის უფლებამოსილების კონსტიტუციით დადგენილი არსებული ვადა არ დასრულდება. ეს იქნებოდა კონსტიტუციური პრინციპების უხეში დარღვევა. ეს არის შესაბამისად, სპეკულაციები და არ ვიცი რომელი კონსტიტუციონალისტები ბრჭყალებში თუ ბრჭყალებს გარეთ საუბრობენ ამაზე", - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ვადაზე ადრე პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტას? კობახიძე აცხადებს, რომ ეს არის გამორიცხული.

"პრეზიდენტის, პარლამენტის და სხვა ოგანოების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა თუნდაც საკონსტიტუციური ცვლილებით, არის კონსტიტუციური სამართლის პრინციპების უხეში დარღვევა, შესაბამისად, ყველანაირი საუბარი ამასთან დაკავშირებით არის, სპეკულაციები", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, კონსტიტუციონალისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შესაძლებელია საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება.

(რეკლამა)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100